Magdalena Posted June 5, 2019 Posted June 5, 2019 Huawei-ს ყველანაირ ძალისხმევას - მოახდინოს ამერიკული სანქციების კომპენსირება თავის საქმიანობაში - შეზღუდული ეფექტი აქვს ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კომპანიის სმარტფონების გაყიდვის მოცულობა ძალიან დაიკლებს: ყველაზე პესიმისტური სცენარით Huawei-ს სმარტფონების გაყიდვები ორჯერ შემცირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი Huawei ვერ შეძლებს შეინარჩუნოს პროგრამული ეკოსისტემა ოპერაციულ სისტემა Google Android-თან წვდომის გარეშე, კომპანია დაკარგავს 8-10 მილიონ სმარტფონს ყოველთვიურ გაყიდვებში. აქედან ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდ სარგებელს Samsung Electronics ნახავს, იგი უკვე არის მსოფლიოს სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებელი. ბოლო წლებში Huawei-მ შეძლო Apple-ისთვის გადაესწრო, ამჯერად კი ალბათ ისევ გაცვლიან ადგილებს, ამჯერად Apple-ის სასარგებოდ. სპეციალისტების აზრით Huawei-ს მომხმარებელთა ნაწილი Apple-ზე გადავა, თუმცა ამ ვითარებიდან Samsung-ი უფრო იხეირებს. პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ Huawei მოკვეთილი იქნება აშშ-ისთვის კომპონენტების, პროგრამებისა და ტექნოლოგიების მიწოდების საკითხში, არამედ ისიც, რომ მომხდარი ამბავი ზოგადად მომხმარებლებს Huawei-ს პროდუქციის შეძენის სურვილს დაუკარგავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი მთელ რიგ ღონისძიებებს გაატარებს ბოიკოტის საპასუხოდ. მსოფლიო ბაზარზე (ჩინეთის გარდა) უკვე შეიმჩნევა ზემოთაღწერილი ტენდენცია: Apple უმნიშვნელოდ იმყარებს პოზიციებს, Huawei-ს გარეშე დარჩენილი მომხმარებლების უმეტესობა კი Samsung-მა „მიითვისა“. https://3dnews.ru/988563 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now