Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო წლების განმავლობაში მწარმოებლების მხრიდან სულ უფრო ხშირია ახლებური მცდელობები და  ფიქრი გადაწყვეტაზე - სად განათავსონ ფრონტალური კამერები. ტენდენციის მიხედვით სმარტფონის ჩარჩოები უფრო და უფრო ვიწროვდება და მათზე აღარ არის ადგილი, სადაც შეიძება ტრადიციული ტიპისამებრ განთავსდეს სელფი-კამერა. კომპანიები მათ მალავენ კორპუსებში ან მოძრავ მოდულებში, იყენებენ სლაიდერ ფორმ-ფაქტორს. კამერების ხილვა აგრეთვე შესაძლებელია ეკრანზე არსებულ ჭრილში, ცენტრში ან კუთხეში. იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ კამერის მოდული პირდაპირ ეკრანზევე განთავსებულიყო ყოველგვარი ჭრილისა და მოძრავი მოდულის გარეშე, თუმცა როგორც ჩანს, სათქმელად ადვილია. 

image.jpeg 

ცხადია, მსგავსი იდეა ბევრ კომპანიას გაუჩნდა. ეკრანზე სელფი-კამერის ინტეგრირების სხვადასხვა მეთოდზე პატენტები უკვე ათწლეულებია არსებობს. თუმცა ტექნოლოგიური წინაღობები კომერციულ მოწყობილობებში არ იძლეოდა იდეის რეალიზების საშუალებას. როგორც ჩანს, ეს ვითარება მალე შეიცვლება. ჩინურმა კომპანიებმა Oppo-მ და Xiaomi- სულ ახლახანს წარადგინეს ეკრანზე ჩაშენებული კამერის მქონე მუშა პროტოტიპები. 

მოწყობილობაში გამოყენებულია OLED დისპლეი. მას შეუძლია გამოასხივოს სინათლე ორგანული ელემენტების წყალობით და არ სჭირდება სინათლის ცალკეული წყარო. ეს კი საშუალებას იძლება ამგვარ ეკრანებში ინტეგრირდეს დაქტილოსკოპიური სკანერი. ასეთ სკანერის გაფართოება ბევრად მცირეა ნამდვილი კამერის საჭიროებასთან შედარებით, რაც დავალებას ართულებს. ჩინურ კომპანიებს კი თავიანთი გადაწყვეტილებები აქვთ. ჯერჯეობით არ არსებობს მინიშნებები იმაზე, რომ ხსენებული ტექნოლოგია რეალურ სმარტფონებში იქნება წარმოდგენილი, თუმცა დიდი ალბათობით ასეც მოხდება და თანაც არც ისე გვიან. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.