Power_VANO Posted May 27, 2019 Posted May 27, 2019 კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა ტაივანურმა კომპანია GIGABYTE-მა უკვე შეიმუშავა მსოფლიოში პირველი M.2 ფორმატის SSD ბარათი. შეგახსენებთ, რომ PCIe 4.0 ინტერფეისის მახასიათებლების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა, მის წინა ვერსია PCIe 3.0-სთან შედარებით ახალი ინტერფეისის სიჩქარე ორჯერ მეტია. ზემოთხსენებული კომპანია M.2 მოდელს წარადგენს გამოფენა СOMPUTEX 2019-ზე, რომელიც გაიმართება 28 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. ამ დროისათვის ხსენებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მეტად მცირეა. ცნობილი გახლავთ მხოლოდ ის, რომ AMD-ის ახალ პლატფორმაზე მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარე დაახლოებით 5000 მბ/წმ. იქნება. ეს დრაივი პირველ რიგში შექმნილია იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ფლობენ მაღალი წარმადობის მქონე გრაფიკულ მატერიალებს. წყარო 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.