Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei-ს ხელმძღვანელობამ როგორც კი განაცხადა, რომ აშშ მის შესაძლებლობებს ვერ აფასებს და ჩინელებს სმარტფონების გამოშვება საკუთარი განყოფილება HiSilicon-ის მონაწილეობითაც შეუძლიათ - ჩინურმა გიგანტმა მომენტალურად მიიღო დარტყმა „Cloud-ალბიონისაგან“ - აცხადებს BBC. 

image.jpeg 

ბრიტანულმა ჰოლდინგმა ARM-მა თავის თანამშრომლებს შორის გაავრცელა შეტყობინება, რომ უნდა შეწყდეს ნებისმიერი ფორმით თანამოქმედება Huawei-სა და მის განყოფილებებთან. ARM-ის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას ხსნის აუცილებლობით - იმოქმედოს ამერიკული ხელისუფლების შეზღუდვების შესაბამისად. ბრიტანელების მხრიდან მსგავსი სოლიდარობა აიხსნება არა პოლიტიკით, არამედ ARM-ის ინტელექტუალური საკუთრების ამერიკული წარმომავლობის გამოყენების საკითხით. 

BBC არ აკონკრეტებს, იქონია თუ არა ბრიტანეთის ხელისუფლებამ გავლენა ARM-ზე ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინური ტექნოგიგანტის ქვეგანყოფილება HiSilicon, რომელიც მცირე ხნის წინ ნახევარგამტარი პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებელთა 15-ეულში შევიდა შემოსავლის მხრივ - დაკარგავს წვდომას ARM-პლატფორმასა და მის ეკოსისტემაზე, შედეგად კი Huawei ვეღარ შეძლებს თავისი მობილური პროდუქტების ხაზის განვითარებას ARM-არქიტექტურით. უკვე არსებულ მოდელებს არაფერი ემუქრება, ისინი კვლავ გამოვა ბაზარზე, მათ შორის მეტად პერსპექტიული პროცესორი Kirin 985-იც, თუმცა მის „შთამომავალს“ უკვე სხვა საბაზრო რეალიებზე მოუწევს გამოჩენა. ARM-ის თანამშრომლებს მიებული აქვთ რეკომენდაცია - მაქსიმალურად ტაქტიანად უთხრან უარი Huawei-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობაზე. 

თავად ბრიტანული ჰოლდინგი ARM მცირე ხანია, რაც იაპონური კორპორაცია Softbank-ის საკუთრებაში და ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორ აისახება ეს ფაქტი შექმნილ ვითარებაზე. ფაქტია, ARM-ის ზედა ინსტანციებიდან არავის შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამერიკის ხელისუფლებას. 

რაც შეეხება თავად Huawei-ს პოზიციას, იგი საკუთარ გზას დაადგა და აცხადებს რომ არ სჭირდება ოფიციალური ლიცენზია ამერიკისაგან. 

Huawei-ს მოწყობილობები აღარ მიიებენ Android-ის განახლებას, ახალ მოდელებში კი Google Play საერთოდ აღარ იარსებებს. რამოდენიმე დღის წინ აშშ-მა ჩინურ კომპანიას მისცა დროებითი ლიცენზია, Huawei-ს დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ ეს უკვე საერთოდ არაფერს ნიშნავს კომპანიის განვითარებისათვის, რადგანაც კომპანიას უკვე აქვს საკუთარი ოპერაციული სისტემა სახელად HongMeng: სწორედ მისი მხარდაჭერა ექნება Huawei-ს აბსოლუტურად ყველა მოწყობილობას. ყველაფრიდან ჩანს, რომ Huawei საფუძლიანად მოემზადა ამერიკის მხრიდან ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილებებისათვი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.