Jump to content

Electronic Arts უფასოდ გასცემს The Sims 4-ის PC-ვერსიას


Recommended Posts

Posted

ბოლო დროს სხვადასხვა კომპანიის მიერ თამაშების უფასოდ გაცემა ტრადიციად იქცა. მცირე ხნის წინ მსურველებს შეეძლოთ უფასოდ მიეღოთ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობის სიმულატორი Steep. ამჯერად კი Electronic Arts ყველა მსურველს წვდომას აძევს The Sims 4-ზე.  

image.png 

თამაშის მიღება შესაძლებელია Origin-სერვისზე შესაბამის გვერდზე. საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება, თუკი მომხმარებელს არ აქვს ექაუნთი. თამაშის უფასოდ მიწოდების ვადა დასრულდება 28 მაისს საღამოს. შეგახსენებთ, რომ The Sims 4-ს უამრავი სიახლე დაემატა. ცხადია, ხსენებული აქცია გამოწვეულია სურვილით - მიიზიდონ ახალი გეიმინგ-აუდიტორია.  

image.jpeg 

პროექტი გამოვიდა 2014 წლის 2 სექტემბერს პერსონალურ კომპიუტერებზე, 2017 წელს კი PlayStation 4-სა და Xbox One კონსოლებზე. ამჟამად The Sims 4-ის PC-ვერსიას Metacritic-ზე კრიტიკოსებისაგან 70 ქულა აქვს 74 რეცენზიის შემდეგ. მომხმარებლებმა თამაშს 4 ქულა მიანიჭეს ათიდან, ხმის მიცემაში ჯამში მონაწილეობა მიიღო 2238-მა ადამიანმა. 

 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.