Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია Vivo-ს ორი ახალი სმარტფონის - Y12 და Y15 მოდელების მახასიათებლების შესახებ. 

მაშ ასე, ორივე სმარტფონს ექნება HD+ Halo FullView ეკრანი 6,35 დუიმიანი დიაგონალითა და 544 × 720 პიქსელი გაფართოებით. ფრონტალური კამერა განთავსებული ზედა ნაწილში არსებულ მცირე ზომის წვეთის ფორმის ჭრილში. 

image.jpeg 

მოწყობილობებში გამოყენებული იქნება პროცესორი MediaTek Helio P22. ჩიპი შეიცავს რვა ARM Cortex-A53 გამომთვლელ ბირთვს, რომელთა ტაქტის სიხშირეა 2,0 გიგაჰერცამდე. აგრეთვე შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს IMG PowerVR GE8320-სა და LTE მოდემს. 

სმარტფონებს ექნება სამმაგი ძირითადი კამერა, რომელშიც გაერთიანებულია 8+13+2 მეგაპიქსელიანი მოდულები (f/2, f/2,2 და f/2,4). 

კვებას უზრუნველყოფს 5000 მა·სთ მოცულობის ბატარეა. მოწყობილობებში ხელმისაწვდომია დაქტილოსკოპიური სკანერი, Wi-Fi და Bluetooth 5.0 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები. სმარტფონები მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-ზე. 

image.jpeg 

Vivo Y12 ვერსიის ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 8 მეგაპიქსელს. სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მოდიფიკაციებად: 3 ან 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. 

Y15 მოდელს ექნება 16-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა და წარმოდგენილი იქნება 4 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით.   

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.