Magdalena Posted May 21, 2019 Posted May 21, 2019 ინტერნეტ-წყაროებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია Vivo-ს ორი ახალი სმარტფონის - Y12 და Y15 მოდელების მახასიათებლების შესახებ. მაშ ასე, ორივე სმარტფონს ექნება HD+ Halo FullView ეკრანი 6,35 დუიმიანი დიაგონალითა და 544 × 720 პიქსელი გაფართოებით. ფრონტალური კამერა განთავსებულია ზედა ნაწილში არსებულ მცირე ზომის წვეთის ფორმის ჭრილში. მოწყობილობებში გამოყენებული იქნება პროცესორი MediaTek Helio P22. ჩიპი შეიცავს რვა ARM Cortex-A53 გამომთვლელ ბირთვს, რომელთა ტაქტის სიხშირეა 2,0 გიგაჰერცამდე. აგრეთვე შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს IMG PowerVR GE8320-სა და LTE მოდემს. სმარტფონებს ექნება სამმაგი ძირითადი კამერა, რომელშიც გაერთიანებულია 8+13+2 მეგაპიქსელიანი მოდულები (f/2, f/2,2 და f/2,4). კვებას უზრუნველყოფს 5000 მა·სთ მოცულობის ბატარეა. მოწყობილობებში ხელმისაწვდომია დაქტილოსკოპიური სკანერი, Wi-Fi და Bluetooth 5.0 ადაპტერები, GPS/GLONASS მიმღები. სმარტფონები მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-ზე. Vivo Y12 ვერსიის ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 8 მეგაპიქსელს. სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მოდიფიკაციებად: 3 ან 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. Y15 მოდელს ექნება 16-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა და წარმოდგენილი იქნება 4 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. https://3dnews.ru/987764 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.