Magdalena Posted May 21, 2019 Posted May 21, 2019 კომპანია AMD აგრძელებს წარმატებულ სვლას როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ გეგმებში. იმიჯის თვალსაზრისით მისი ბოლო დროის ერთ-ერთი მსხვილი მიღწევაა სამწლიანი შესვენების შემდეგ Fortune 500-ის სიაში დაბრუნება - ეს არის ჟურნალ „Fortune”-ის მიხედვით აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც განისაზღვრება შემოსავლების მხრივ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ AMD-მა არა მარტო შეძლო კრიზისიდან გამოსვლა, არამედ დაუბრუნდა თავდაჯერებულ აღმასვლას და კვლავ აღმოჩნდა უმსხვილეს მოთამაშეთა რიცხვში. 2019 წლის სიაში AMD 460-ე ადგილს იკავებს. 2017 წელთან შედარებით AMD-ის მოგება ბოლო წელს 23%-ით გაიზარდა და ამის წყალობით კომპანიამ ერთბაშად 46 პოზიციით წაიწია წინ. ეს ფაქტი საფონდო ბაზრისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალია და იგი AMD-ის აქციების ფასზეც აისახება. AMD-ისთვის უცხო არ არის Fortune 500 სიაში ყოფნა. თავისი არსებობის 50 წლის მანძილზე იგი 26-ჯერ მოხვდა ჟურნალის სიაში, თუმცა 2015 წლიდან AMD-ს არ გამოსდიოდა სიაში მოხვედრა მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს იგი 357-ე ადგილს იკავებდა. აშკარაა, რომ კომპანიის ვითარება პროცესორების წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნესის გამო დამძიმდა, მაგრამ Zen მიკროარქიტექტურის გამოჩენის შემდეგ კომპანიამ შეძლო მიეღწია უფრო და უფრო მეტი წარმატებისათვის. Mercury Research-ის ბოლო ანგარიშის თანახმად კომპანია AMD-მა 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წილი პროცესორების ბაზრის ყველა სეგმენტში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი წილი დესკტოპ-სეგმენტში 4,9%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა მობილურ სეგმენტში და 1,9%-ით - სერვერების საბაზრო სეგმენტში. საერთო ჯამში AMD-ის წილი ამჟამად 13,3%-ს შეადგენს, რამაც კომპანიას საშუალება მისცა დაებრუნებინა დაახლოებით ისეთივე პოზიცია პროცესორებზე, როგორიც ჰქონდა 2014 წლის დასაწყისში. https://3dnews.ru/987746 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.