Magdalena Posted May 20, 2019 Posted May 20, 2019 ჩინური კომპანია Xiaomi გამოსაშვებად ამზადებს ლაზერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილ ახალ სმარტ-პროექტორს. მოწყობილობა მიეკუთვნება 4К ფორმატის პროდუქციას, შესაბამისად, 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა. აგრეთვე საუბარია HDR 10 მხარდაჭერაზე. როგორც კომპანია აცხადებს, სიკაშკაშე აღწევს 1700 ANSI-ლუმენს. გამოსახულების ზომამ შესაძლებელია მიაღწიოს 80-დან 150 დუიმს დიაგონალზე. მოწყობილობის გაბარიტებია 456 × 308 × 91 მმ, წონა - დაახლოებით 7.5 კგ. პროექტორი წარმოდგენილია ARM-პროცესორით, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. ხელმისაწვდომია საფირმო პროგრამული ინტერფეისი MIUI. მოწყობილობას საკმაოდ ხარისხიანი აუდიოსისტემა აქვს: ორი დინამიკის ჯამური სიმძლავრე 30 ვატს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კავშირის Bluetooth-ადაპტერი, სამი HDMI 2.0 პორტი, USB პორტები და SPDIF ინტერფეისი. პროექტორი ფასი 1600 აშშ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპლექტს პროექციის ეკრანიც დაემატება, ფასი 2300 დოლარამდე იზრდება. https://3dnews.ru/987704 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.