Magdalena Posted May 13, 2019 Posted May 13, 2019 წელს ASUS-ი 30-წლიან იუბილეს აღნიშნავს. ასეთი თარიღი, ბუნებრივია, ვერ ჩაივლიდა სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებისა და სიახლეების გარეშე. ღონიძიებების გარდა კომპანია AMD-ის მსგავსად ASUS-მა გადაწყვიტა გამოეშვა ლიმიტირებული საიუბილეო სერიის დედა დაფა, ვიდეო ბარათი და პერიფერიული მოწყობილობები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საიუბილეო მოწყობილობები ორიენტირებულია ჩინურ ბაზარზე სავაჭრო პლატფორმა JD.com-თან თანამშრომლობის გათვლისწინებით, რითაც აიხსნება კიდეც მოწყობილობების ორიგინალური გაფორმება. სხვა რეგიონების მაცხოვრებლებს შეუძლიათ მხოლოდ დატკბნენ ASUS-ის დიზაინერების ქმნილებების ფოტოებზე ხილვით. საიუბილეო პროდუქტების გასაფორმებლად მოწვეულნი იყვნენ ტრადიციული ჩინური ფერწერისა და ვერცხლზე გრავირების წამყვანი ოსტატები. საიუბილეო სერიაში შედის დედა დაფა TUF Z390-PLUS GAMING (WI-FI ვიდეო ბარათი TUF GTX 1660TI-O6G-GAMING: კლავიატურა ROG STRIX FLARE; მაუსი ROG Gladius II P502; და ჰედსეტი ROG 7.1 Centurion. როგორც ჩანს, ამ საზეიმოდ გაფორმებული მოწყობილობების რაოდენობა მეტად შეზღუდულია, რადგანაც მათი პირდაპირი შეძენა ჩინელ რიგით მომხმარებლებსაც კი არ შეუძლიათ. მიიჩნევა, რომ სუვენირები გათამაშდება პლატფორმაზე - JD.com. კომპანია ASUS აგრძელებს ბრენდ The Ultimate Force-ის (TUF) ქვეშ გამოშვებული პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოებას. ამჟამად ამ სერიაში ხელმისაწვდომია მონიტორებიც, რომელთაგან პირველი იქნება TUF Gaming VG32VQ. იგი საინტერესოა პირველ რიგში იმით, რომ აქვს ახალი ტექნოლოგია ELMB-Sync-ის მხარდაჭერა. ELMB-Sync (Extreme Low Motion Blur Sync) ტექნოლოგიაში გაერთიანებულია მოძრაობისას გამოსახულების გაბუნდოვნების შემამცირებელი ტექნოლოგია (Extreme Low Motion Blur, ELMB) და ადაპტირებული სინქრონიზაცია (Adaptive-sync). ჩვეულებრივ მონიტორებში მათი ერთად გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც ELMB ტექნოლოგიის მუშაობისათვის გამოყენებულია სწრაფად მოციმციმე განათება, მისი სინქრონიზება განახლების სიხშირესთან კი საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ASUS-მა კი შეძლო მათი ერთობლივად მოთავსება და შექმნა ექსკლუზიური ტექნოლოგია ELMB-Sync. თავად TUF Gaming VG32VQ მონიტორს აქვს 32-დუიმიანი VA-პანელი გაფართოებით Quad HD (2560 × 1440 პიქსელი). განახლების სიხშირე 144 ჰერცია, რის გამოც იგი საკმარისად საინტერესო გადაწყვეტილებად მიიჩნევა გეიმინგ-სისტემებში. მონიტორს აგრეთვე აქვს HDR მხარდაჭერა. დანარჩენი მახასიათებლები, ასევე ფასი და გაყიდვების დაწყების დრო ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. https://3dnews.ru/987295 https://3dnews.ru/987280 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.