Magdalena Posted May 4, 2019 Posted May 4, 2019 სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა სერია T5-ში წარადგინა პორტატული SSD ბარათები სხვადასხვა ფერთა ვარიანტებად. Samsung T5 სერიის მოწყობილობების დებიუტი ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში შედგა. ისინი დამზადებულია 64-შრიანი 3D V-NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპებით. კომპიუტერთან მიერთება ხორციელდება USB 3.1 Gen 2 ინტერფეისით, სიჩქარე -10 გბიტი/წამამდე. თავდაპირველად მოწყობილობები წარმოდგენილი იყო ლურჯი და შავი ფერის კორპუსებში. ამჯერად ფერთა ამ ვარიანტებს დაემატა Rose Gold და Metallic Red შეფერილობები. მოცულობის მხრივ მოწყობილობების ორი ვარიანტია ხელმისაწვდომი - 500 გიგაბაიტი და 1 ტერაბაიტი. SSD ბარათების გაბარიტები შეადგენს 74 × 57,3 × 10,5 მმ, წონა - მხოლოდ 51 გრამი. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარედ გამოცხადებულია 540 მეგაბაიტი/წმ. მხარდაჭერილია ინფორმაციის შიფრაცია AES ალგორითმით. მოწყობილობის შეძენისას მოწოდებულ კომპლექტში შედის სადენები - USB Type-C და USB Type-А. 500 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი 170 აშშ დოლარია, 1 ტერაბაიტიანი მოდელისა კი - 340 დოლარი. https://3dnews.ru/986821 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.