Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა სერია T5-ში წარადგინა პორტატული SSD ბარათები სხვადასხვა ფერთა ვარიანტებად. 

image.jpeg 

Samsung T5 სერიის მოწყობილობების დებიუტი ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში შედგა. ისინი დამზადებულია 64-შრიანი 3D V-NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპებით. კომპიუტერთან მიერთება ხორციელდება USB 3.1 Gen 2 ინტეფეისით, სიჩქარე -10 გბიტი/წამამდე. 

image.jpeg 

თავდაპირველად მოწყობილობები წარმოდგენილი იყო ლურჯ და შავ ფერის კორპუსებში. ამჯერად ფერთა ამ ვარიანტებს დაემატა Rose Gold და Metallic Red შეფერილობები. 

მოცულობის მხრივ მოწყობილობების ორი ვარიანტია ხელმისაწვდომი - 500 გიგაბაიტი და 1 ტერაბაიტი. SSD ბარათების გაბარიტები შეადგენს 74 × 57,3 × 10,5 მმ, წონა - მხოლოდ 51 გრამი. 

image.jpeg 

ინფორმაციის გადაცემის სიჩქარედ გამოცხადებულია 540 მეგაბაიტი/წმ. მხარდაჭერილია ინფორმაციის შიფრაცია AES ალგორითმით. 

image.jpeg 

მოწყობილობის შეძენისას მოწოდებულ კომპლექტში შედის სადენები - USB Type-C და USB Type-А. 500 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი 170 აშშ დოლარია, 1 ტერაბაიტიანი მოდელისა კი - 340 დოლარი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.