Magdalena Posted April 30, 2019 Posted April 30, 2019 მკითხველებმა სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან კარგად იციან, თუ რას წარმოადგენს ნეიროინტერფეისი. მათთვის კი, ვინც საქმის კურსში არ იმყოფება - ეს არის საშუალებების სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაცია გაიცვალოს ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის. „ეს ყველაფერი ზღაპარია და არასდროს გახდება რეალობა“ - შესაძლოა თქვას მკითხველმა, Tesla-სა და Neuralink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა კი უკვე დააანონსა მსგავსი პროექტი. ჟურნალისტების კითხვაზე ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მასკის პასუხი იყო მხოლოდ - „მალე“. მისი განცხადების თანახმად ნეიროინტერფეისი მომავალში აამაღლებს ადამიანთა საერთო ცოდნასა და ცნობიერებას და ასევე შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ხელოვნურ ინტელექტს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე Neuralink-ის პროექტების უმეტესობა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა როგორც ჩანს ახლო მომავალში საზოგადოება რამოდენიმე შესანიშნავ პროექტს მოქმედებაში იხილავს. https://overclockers.ru/blog/Makeimilian/show/26156/ilon-mask-zapuskaet-nejrointerfejs Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.