Jump to content

Recommended Posts

Posted

SSD ბარათების სერია WD Blue 3D NAND SATA SSD ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით მალე ახალი ფლაგმანური მოდელით შეივსება. 

საუბარი ეხება 2,5 დუიმიანი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება Serial ATA 3.0 ინტერფეისით. ასეთ ბარათებს აქვთ 7 მმ სისქე, რისი წყალობითაც თავსებადი არიან როგორც დესკტოპ-კომპიუტერებთან, ასევე პორტატულ მოწყობილობებთან. 

SSD ბარათების შემადგენლობაში გამოყენებულია 3D TLC NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპები და კონტროლერი Marvell 88SS1074. ამ დრომდე სერიაში წარმოდგენილი იყო ბარათის ვერსიები, რომელთა მოცულობები შეადგენდა 250 გიგაბაიტს, 500 გიგაბაიტს, 1 და 2 ტერაბაიტს 

ახალი მოდელი WD Blue 3D NAND SATA SSD გათვლილია 4 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვაზე. მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე 560 მბ/წმ აღწევს. IOPS მაჩვენებელი 95 ათასია. 

image.jpeg

WD SSD Dashboard პროამული უზრუნველყოფის დახმარებით შესაძლებელია ხელმისაწვდომი მოცულობის, სამუშაო ტემპერატურის, S.M.A.R.T. ატრიბუტებისა და მოწყობილობის სხვა დეტალების გაკონტროლება. 

4-ტერაბაიტიანი WD Blue 3D NAND SATA SSD ბარათის შეძენა შესაძებელია 500 აშშ დოლარად. 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.