Magdalena Posted April 30, 2019 Posted April 30, 2019 SSD ბარათების სერია WD Blue 3D NAND SATA SSD ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით მალე ახალი ფლაგმანური მოდელით შეივსება. საუბარი ეხება 2,5 დუიმიანი ფორმ-ფაქტორის მოწყობილობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება Serial ATA 3.0 ინტერფეისით. ასეთ ბარათებს აქვთ 7 მმ სისქე, რისი წყალობითაც თავსებადი არიან როგორც დესკტოპ-კომპიუტერებთან, ასევე პორტატულ მოწყობილობებთან. SSD ბარათების შემადგენლობაში გამოყენებულია 3D TLC NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპები და კონტროლერი Marvell 88SS1074. ამ დრომდე სერიაში წარმოდგენილი იყო ბარათის ვერსიები, რომელთა მოცულობები შეადგენდა 250 გიგაბაიტს, 500 გიგაბაიტს, 1 და 2 ტერაბაიტს. ახალი მოდელი WD Blue 3D NAND SATA SSD გათვლილია 4 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვაზე. მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე 560 მბ/წმ აღწევს. IOPS მაჩვენებელი 95 ათასია. WD SSD Dashboard პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით შესაძლებელია ხელმისაწვდომი მოცულობის, სამუშაო ტემპერატურის, S.M.A.R.T. ატრიბუტებისა და მოწყობილობის სხვა დეტალების გაკონტროლება. 4-ტერაბაიტიანი WD Blue 3D NAND SATA SSD ბარათის შეძენა შესაძლებელია 500 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/986622 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.