Magdalena Posted April 26, 2019 Posted April 26, 2019 სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა ჩადო 2,6 მლნ ევროს (2,9 მლნ $) ოდენობით ინვესტიცია კრიპტო-ჰარდვეარ სტარტაპ Ledger-ში. ფრანგულმა ბიზნეს-ჟურნალმა Capital-მა დაწერა, რომ ინვესტიციების სახით სტარტაპი იღებს დაახლოებით 290 მლნ აშშ დოლარს. Ledger-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ Samsung-მა მხარი დაუჭირა სტარტაპს, თუმცა სამომავლო შედეგების დადასტურების შესახებ არაფერი უთქვამს. თავის მხრივ არც Samsung-ის წარმომადგენელმა გააკეთა კომენტარი ამ თემაზე პრესასთან. ეს სიახლე დაემთხვა მოვლენას, როდესაც Ledger-მა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა Pascal Gauthier. არსობრივად ეს ინვესტიცია ფინანსირების წინა რაუნდის გაგრძელებაა. A რაუნდისას მოხდა 7 მლნ აშშ დოლარის მოზიდვა 2017 წელს, B სერიაში - 75 მლნ დოლარისა 2018 წელს. გაურკვეველია, არის თუ არა Samsung-ის მიერ ჩადებული ინვესტიცია უფრო მსხვილი ფინანსირების რაუნდის ნაწილი. Ledger-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა Éric Larchevêque-მა დაადასტურა ინვესტირება, თუმცა უარი განაცხადა სხვა სახის კომენტარებზე - აღნიშნავს Capital. Larchevêque-მა Twitter-ზე დაწერა: „ყოველთვის დაგვჭირდება ჰარდვეარ-საფულეები, მაგრამ კომპანიონობა რომ გავუწიოთ პირად სუვერენიტეტზე დაფუძნებულ კრიპტო რევოლუციას - ამაში მთავარ როლს სმარტფონები შეასრულებს“. Larchevêque ამჟამად Ledger-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. Ledger-ი ამ დროისათვის მუშაობს სხვადასხვა ბანკსა და კომპანიასთან, რათა მათ შესთავაზოს შენახვის რამოდენიმე ვარიანტი. როგორც ცნობილია, დეპოზიტური ღონისძიება იაპონურ ბანკ Nomura-სთან ამოქმედდება 2020 წელს. ამავე დროს, Ledger-ი თანამშრომლობს ლიცენზირებულ ჰონგკონგურ Legacy Trust-თანაც, რათა შესთავაზოს Ethereum-ზე დაფუძნებული ტოკენების შენახვის სერვისები. რაც შეეხება Samsung-ს, იგი ცოტა ხანია, რაც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სივრცეში შეიჭრა. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისი ახალი ფლაგმანური სმარტფონების სერია Galaxy S10 წარმოდგენილი იქნება კრიპტო-საფულის ფუნქციით. ამასთანავე, ახლა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია მუშაობს საკუთარ უნიკალურ Ethereum-ბლოკჩეინზე. სავსებით შესაძლებელია, რომ Samsung-მა ოდესმე საკუთარი ტოკენიც გამოუშვას - აცხადებს CoinDesk Korea. https://www.coindesk.com/samsung-invests-2-9-million-into-crypto-hardware-startup-ledger 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.