Magdalena Posted April 25, 2019 Posted April 25, 2019 ხუთი წლის შემდეგ ყველა მივირთმევთ CRISPR-ის მიერ მოდიფიცირებულ საკვებს - მიიჩნევს გენეტიკოსი, რომელმაც შექმნა გენების რედაქტირების ეს დაუჯერებელი ტექნოლოგია. სანამ ეთიკის სპეციალისტები განიხილავენ CRISPR-ის სარგებლიანობას ჯანდაცვის სფეროში, ამ ინსტრუმენტის შემქმნელი თვლის, რომ იგი საუკეთესო გამოყენებას ჰპოვებს ადამიანის საკვების გაუმჯობესების საკითხში. – „ვფიქრობ, უახლოეს ხუთ წელიწადში ვიხილავთ CRISPR-ის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ზეგავლენა განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სეგმენტზე მოხდება“ - აცხადებს Jennifer Doudna, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის გენიტიკოსი, რომელმაც შექმნა CRISPR 2012 წელს ბაქტერიებზე ექსპერიმენტირებისას. CRISPR-ს გააჩნია ათობით პოტენციური გამოყენების შესაძლებლობა ისეთ დაავადებებში, როგორიცაა უჯრედული ანემია, სხვადასხვა ფორმის სიბრმავე. არც ისე დიდი ხნის წინ კი CRISPR-ინსტრუმენტის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო ფაქტით, რომელიც მეტად საკამათო აღმოჩნდა: ჩინელმა მეცნიერმა ინსტრუმენტის მეშვეობით დაარედაქტირა ტყუპი გოგონების დნმ, რის გამოც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მის ექსპერიმენტს უარყოფითად გამოეხმაურა თავად Jennifer Doudna-ც. „არსებობს CRISPR-ის პრაქტიკული გამოყენების საშუალებები, რომელთა შედეგების ნახვას შევძლებთ სურსათის მაღაზიებსა და ფერმებში უახლოეს ათწლეულში“ - აცხადებს Doudna. ინსტრუმენტის მიმზიდველობა კვების სეგმენტში მარტივია: იგი უფრო იაფი და ადვილია ტრადიციული სელექციის მეთოდებთან შედარებით, მათ შორის იმ მეთოდზეც, რომელიც ამჟამად გამოიყენება გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმო) კულტურების გამოსაყვანად. -„იქ, სადაც მცენარის გამოყვანის ტრადიციული მეთოდები ამა თუ იმ სახეობის გენომს ბლაგვი დანით ჭრიან, CRISPR-ინსტრუმენტი სკალპელის სიზუსტითა და სიფრთხილით მოქმედებს“. CRISPR-ზე მუშაობა უკვე ხუთ წელიწადზე მეტია გრძელდება, თუმცა ამერიკულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაუშვეს CRISPR-პროდუქტების ბაზარზე გატანა. ამ თემაზე გავრცელებული მწვავე გამოხმაურებების მიუხედავად Doodna თვლის, რომ CRISPR-საკვები ხელს შეუწყობს გმო-ს ირგვლივ დათესილი შიშის გაქრობას და გაზრდის ადამიანების ცნობადობას, თუ რა როლი გააჩნია მეცნიერებას სასოფლო მეურნეობაში. მისი აზრით, სხვა რომ არაფერი ითქვას, მილიარდობით ადამიანია გამოსაკვები. https://hi-news.ru/research-development/sozdatel-crispr-cherez-5-let-my-vse-budem-est-pishhu-s-otredaktirovannymi-genami.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.