Magdalena Posted April 25, 2019 Posted April 25, 2019 ამერიკულმა კომპანია Tesla Motors-მა გადაწყვიტა უარი თქვას NVIDIA-ს პროცესორების საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებაზე. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია აპირებს საკუთარი ძალებით შექმნას პლატფორმა, რომელიც ავტოპილოტის საფუძველი გახდება. CPU-ის სახელწოდება იქნება Tesla FSD. კრისტალი დამზადდება 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კომპანია Samsung-ის მიერ. მას ექნება 260 კვ.მმ ფართობი და 6 მლრდ ტრანზისტორი. CPU-ის სიხშირე იქნება 2,2 გიგაჰერცი. ცენტრალური პროცესორი აგებულია 12-ბირთვიანი ARM Cortex-A7-ის ბაზაზე. გრაფიკული კონტროლერი იმუშავებს 1 გიგაჰერც სიხშირეზე, ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი კი - 2 გიგაჰერცზე. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საფირმო პროცესორი სიმძლავრით 21-ჯერ გადააჭარბებს NVIDIA-ს პროცესორს, რომელზეც Tesla Motors-მა უარი განაცხადა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/26067/tesla-otkazhetsja-ot-processorov-nvidia-i-vypustit-svoj-cpu-kotoryj-budet-v-21-raz-bystree Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.