Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

სამშაბათს, 23 აპრილს კრიპტო ბაზარზე ზრდა მიმდინარეობს, Bitcoin-მა გადალახა 5500 დოლარიანი ნიშნული და 2019 წლის მაქსიმუმს მიაღწია. 

ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი 20 კრიპტოვალუტა წერის პერიოდში მწვანე ზონაშია. Tezos (XTZ) 12%-ზე მეტით გაიზარდა ბოლო 24 საათში. მეორე მხრივ, Binance coin (BNB) და Bitcoin SV (BSV) შემცირდა დაახლოებით 2,7 და 1,2%-ით, შესაბამისად. 

CoinMarketCap-ის მონაცემებით Bitcoin-ის ფასი ზრდას აგრძელებს და წერის პერიოდში 5590 დოლარს აღწევს.  მისი ბაზარზე დომინანტობა ბოლო 24 საათში 52,5%-დან 53,2%-მდე გაიზარდა. 

image.png 

Bitcoin-ის ფასის 24-საათიანი გრაფიკი. CoinMarketCap 

Ether (ETH),  ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა 2,3%-ით გაიზარდა და წერის პერიოდში 175 დოლარად იყიდება. ბოლო 7 დღის განმავლობაში მან 7,6%-იანი ზრდა განიცადა. 

image.png 

Ethereum-ის ფასის 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap 

XRP, სიდიდით მეორე Altcoin-ი სტატიის წერის დღეს აფიქსირებს ფასის ცვლილების დაბალ დიაპაზონს. იგი შემცირდა 0,1%-იდან 0,326 დოლარამდე. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ჯამში მონეტის ფასი 1,5%-ით გაიზარდა. 

image.png 

XRP-ის შვიდდღიანი ფასის გრაფიკი. CoinMarketCap 

ბაზრის საერთო, მთლიანმა კაპიტალიზაციამ 2019 წელს პირველად მიაღწია 185 მილიარდ დოლარს. image.png 

ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. CoinMarketCap 

ევროპული კრიპტო ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-მა დაწერა, რომ Bitcoin-მა შექმნა პირველი ხარული ოქროს გადაკვეთა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ.  

image.png 

Bitcoin-ის ოქროს გადაკვეთა. Bloomberg 

  • Like 1
Posted

მაგრამ ისევ დაეცა 5450$ ფარგლებში, ვნახოთ აბა თუ მოახერხებს ამჯერათ 6000$ ბარიერის გადაკვეთას თუ ისევ 5500$ ფარგლებში დარჩება გარკვეული პერიოდი ჯერ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.