Magdalena Posted April 24, 2019 Posted April 24, 2019 Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ გადაიდო დასაკეცი სმარტფონის გამოშვების თარიღი, მეორე დღეს კი უკან გამოითხოვა Galaxy Fold-ის ყველა ნიმუში, რომლებიც რეცენზისტებისთვის ჰქონდა გაგაზავნილი. ფლაგმანური სმარტფონის გამოშვების ვადის გადაწევას კომპანია ხსნის ამგვარად, რომ აუცილებელია დამატებითი ტესტების ჩატარება, რათა გაუმჯობესდეს მოწყობილობის კონსტრუქციის გამძლეობა. Samsung-ის პირვანდელი გეგმის თანახმად Galaxy Fold აშშ-ში უნდა გამოსულიყო 26 აპრილს, თუმცა ექსპერტების დაკვირვების შედეგად ექსპლუატაციიდან 1-2 დღეში პრობლემები გამოვლინდა, რამაც კომპანია იძულებული გახადა, დასაკეცი სმარტფონის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადადოს. მარტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც Samsung-ი ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ გამოიცდება Galaxy Fold-ის ეკრანი გაშლა-დაკეცვისას. იმ დროს გამოცხადებულ იქნა, რომ მოწყობილობამ საიმედოობა დაამტკიცა და არ გამოვლინდა არანაირი დეფექტი. ანალიტიკოსების აზრით, დასაკეც სმარტფონზე აღმოჩენილი პრობლემები არ აისახება Samsung-ის ბუღალტრულ ბალანსზე, თუმცა რელიზის ვადის გადაწევა ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მოწინავე პოზიციას დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში. თავად კომპანიის თანამშრომლების ნაწილი მომხდარში პოზიტიურ მხარესაც ხედავს: „მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა პრობლემა მოვაგვაროთ გაყიდვების დაწყებამდე, რათა სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის უკმაყოფილებას“. https://3dnews.ru/986328
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now