Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla აპირებს პირველი რობოტაქსები გამოუშვას 2020 წელს - განაცხადა ილონ მასკმა კომპანიის ღონისძიება „Autonomy Day”-ზე – „დარწმუნებით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Tesla-ს ავტონომიური რობოტაქსები მომავალ წელს გამოვა - თუმცა არა ყველა იურისდიქციაში, რადგანაც ჩვენ ვერ მივიღეთ თანხმობა ყველა მარეგულირებელი ორგანოსაგან“ -  განაცხადა მასკმა. მან რეგულაციების შესახებ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კომპანია თანხმობას მომდევნო წელს მიიღებს. 

image.png 

გეგმის მთელი არსი მდგომარეობს ახალ მოდულში. Tesla-ს ავტოპილოტი იმუშავებს ახალ პროგრამულ-აპარატულ მოდულზე Full Self-Driving (FSD) Hardware 3. კომპანია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს „რაიდშერინგის“ აპლიკაციაში დაამატონ შესაბამისი აღჭურვილობა და ავტომობილი იმუშავებს ისეთივე ბიზნეს-მოდელად, როგორც Uber და Airbnb. Tesla ასეთი მგზავრობების მოგებიდან 25-30%-ს მიიღებს, აცხადებს მასკი. ადგილებში, სადაც ცოტა ხალხია, Tesla სპეციალურად წარადგენს რობოტაქსებს. მოკლედ, რაიდშერინგი მფლობელებს საშუალებას მისცემს თვეში დაახლოებით 500 $ გამოიმუშავონ. 

Tesla-ს ყველა ახალი ავტომობილი დღესდღეობით იწარმოება სპეციალურ კომპიუტერულ ჩიპთან ერთად სრული ავტონომიურობისათვის. ეს ჩიპი უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც საჭიროა ავტონომიური მართვის რეჟიმისათვის და იგი, მასკის თქმით, მსოფლიოში საუკეთესო იქნება. 

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ელექტრომობილები აღჭურვილია რადარებისა და სენსორების ნაკრებით, თუმცა არ აქვს ლიდარი, სინათლის დეტექტორი და დაშორების რადარი, რაც უმეტესი ავტომწარმოებლის აზრით მეტად მნიშვნელოვანია, მასკი კი საჭიროდ არ თვლის. მან ასევე აღნიშნა, რომ სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შანსი იმაზე მცირეა, ვიდრე მძღოლის გულის შეტევის ალბათობა. 

ახალი ფუნქციების დანერგვის შედეგად ელექტრომობილები შეძლებენ გადაადგილდნენ სრულიად დამოუკიდებლად და არა ისე, როგორც ამჟამად - ახლა საჭიროა, რომ მძღოლმაც ადევნოს თვალ-ყური გზას. ბოლო ეტაპი იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მასკის თქმით საბოლოოდ მზად იქნება მომდევნო წლის შუა პერიოდში. 

სისტემა იმუშავებს 70 მლნ კილომეტრიანი მონაკვეთის მონაცემების საფუძველზე, ეს მონაცემები Tesla-ს ელექტრომობილებმა შეაგროვა. ავტომობილები შეძლებენ მოახდინონ სხვა ავტომობილების უჩვეულო ქცევების პროგნოზირება და შესაბამისი რეაგირება. 

მასკმა მრავალჯერ აღნიშნა, რომ სრულფასოვანი ავტონომიური ტაქსების ქსელის ამოქმედებას მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა სჭირდება. ჯერჯერობით აშშ-ში არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს ავტონომიურ ტრანსპორტს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.