Jump to content

Recommended Posts

Posted

Financial Times-ის ცნობებით JPMorgan Chase (JPM) აფართოებს თავისი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბებს, რათა შეამციროს შეცდომით განხორციელებული გლობალური გადახდების რიცხვი. 

აშშ-ის ფინანსური გიგანტი ახალ ფუნქციებს ამატებს თავის ბანკთაშორის საინფორმაციო ქსელს (Interbank Information Network, IIN), რომელიც ამჟამად მსოფლიოს 220-ზე მეტ ბანკში გამოიყენება. თავდაპირველად ტექნოლოგია შემუშავდა იმ მიზნით, რომ დაწესებულებებს დახმარებოდა - განეხორციელებინათ გადახდების შესახებ მონაცემების გაცვლა რეალურ დროში - შემცირებულიყო შეფერხებები დამუშავებისას. 

John Hunter-მა, JPM-ის გლობალური კლირინგის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შექმნა ახალი ფუნქცია - იგი მომენტალურად შეამოწმებს მიემართება თუ არა თანხა/გადასახადი რეალურ საბანკო ანგარიშზე.  

image.png

ახალი ფუნქცია შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს. JPM აგრეთვე ცდილობს თავისი ქსელისაკენ მოიზიდოს fintech-კომპანიები და მათ საშუალება მისცეს შეიმუშავო აპლიკაციები სპეციალურად შემქნილ sandbox”-ში, სადაც ისინი წვდომას მიიღებენ მონაცემთა მოდელირებაზე, ფაილების გადაცემასა და შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლაზე. Hunter-მა განაცხადა, რომ ამგვარი მეთოდი მოაგვარებს სტარტაპების უამრავ დაბრკოლებას და დაამატა: „მწარმოებლებს მხოლოდ თავიანთი ინტელექტის „მოტანა“ მოუწევთ“.  

JPM-მა ბანკთაშორ საინფორმაციო ქსელი (IIM) თავდაპირველად აამოქმედა 2017 წელს, როგორც საპილოტე სქემა. ფინანსური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგია სარგებელს მოუტანს ბანკებსა და ზოგადად საფინანსო სისტემას. 

თებერვალში საბანკო გიგანმა განაცხადა, რომ უშვებს საკუთარ კრიპტოვალუტას - JPM Coin-ს. იმავე თვეში გენერალურმა დირექტორმა  Jamie Dimon-მა ივარაუდა, რომ მონეტამ შესაძოა ევოლუცია განიცადოს სამომხმარებლო გამოყენებისათვის. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.