Magdalena Posted April 23, 2019 Posted April 23, 2019 რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიული გიგანტი AMD გამოუშვებს CPU Ryzen 7 2700X-ს თავის 50-წლიან იუბილესთან დაკავშირებით. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ახალი პროცესორის გაყიდვა 30 აპრილს დაიწყებოდა, თუმცა დღეიდან იგი უკვე ხელმისაწვდომია. CPU-ის ფასმა 348 აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ჩანს, ტექნიკური თვალსაზრისით მოდელი არ იქნება ჩვეულებრივი Ryzen 7 2700X-სგან განსხვავებული. ე.ი. ახალ პროცესორს ექნება 8 ბირთვი და 16 ნაკადი, მესამე დონის 16 მეგაბაიტი ქეშ-მეხსიერება, სიხშირე კი შეადგენს 3,7 გიგაჰერცს ჩვეულებრივ რეჟიმში, Boost-სიხშირე კი იქნება 4,3 გიგაჰერცი. ამ დროისათვის არ არის ინფორმაცია TDP-ის შესახებ, ჩვეულებრივი Ryzen 7 2700X-ის შემთხვევაში 105 ვატია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საიუბილეო Ryzen 7 2700X 20 დოლარით მეტი ღირს სტანდარტულ მოდელთან შედარებით. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ახალი პროცესორის რეალური ფოტოები, თუმცა მიიჩნევა, რომ იგი გარეგნულად ჩვეულებრივი მოდელისაგან განსხვავებული იქნება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25984/amd-podgotovila-jubilejnyj-processor-ryzen-7-2700x-za-348-dollarov Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.