Jump to content

Recommended Posts

Posted

რამოდენიმე დღის წინ ცნობლი გახდა, რომ კალიფორნიული გიგანტი AMD გამოუშვებს CPU Ryzen 7 2700X-ს თავის 50-წლიან იუბილესთან დაკავშირებით. ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ახალი პროცესორის გაყიდვა 30 აპრილს დაიწყებოდა, თუმცა დღეიდან იგი უკვე ხელმისაწვდომია. 

 
image.jpeg 

CPU-ის ფასმა 348 აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ჩანს, ტექნიკური თვალსაზრისით მოდელი არ იქნება ჩვეულებრივი Ryzen 7 2700X-სგან განსხვავებული. ე.ი. ახალ პროცრს ექნება 8 ბირთვი და 16 ნაკადი, მესამე დონის 16 მეგაბაიტი ქეშ-მეხსიერება, სიხშირე კი შეადგენს 3,7 გიგაჰერცს ჩვეულებრივ რეჟიმში, Boost-სიხშირე კი იქნება 4,3 გიგაჰერცი. ამ დროისათვის არ არის ინფორმაცია TDP-ის შესახებ, ჩვეულებრივი Ryzen 7 2700X-ის შემთხვევაში 105 ვატია. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საიუბილეო Ryzen 7 2700X 20 დოლარით მეტი ღირს სტანდარტულ მოდელთან შედარებით. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ახალი პროცესორის რეალური ფოტოები, თუმცა მიიჩნევა, რომ იგი გარეგნულად ჩვეულებრივი მოდელისაგან განსხვავებული იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.