Jump to content

Recommended Posts

Posted

ტოპ-20 კრიპტოვალუტაზე უმნიშვნელო მოგებები და 2%-მდე დანაკარგები შეინიშნება, Bitcoin-ი 5300 დოლარიან ნიშნულს ზევითაა. 

image.png 

ბაზრის ვიზუალიზაცია 

CoinMarketCap-ის მონაცემებით, Bitcoin-ი ერთ დღეში 1%-ით გაიზარდა და წერის მომენტში 5342 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის თანახმად კრიპტოვალუტის ფასი 5%-ით გაიზარდა. 

image.png 

Bitcoin-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap 

Ether (ETH) ინარჩუნებს ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით თავის ლიდერ პოზიციას Altcoin-ებში - კაპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის 18,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიდიდით მეორე Altcoin- XRP წერის მომენტში წარმოდგენილი იყო 13,8 მლრდ დოლარიანი ბაზრის კაპიტალიზაციით. 

CoinMarketCap-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ ETH დაახლოებით ნახევარი პროცენტით გაიზარდა ბოლო 24 საათის განმავლობაშ. წერის პერიოდში იგი დაახლოებით 173 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის მიხედვით, ETH-ის ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. 

image.png 

ETH-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap 

XRP პირიქით შემცირდა დაახლოებით ნახევარი პროცენტით ბოლო 24 საათში და წერის მომენტში იგი იყიდებოდა დაახლოებით 0,329 დოლარად. კვირის განმავლობაში ეს მონეტა 1,2%-ით გაიზარდა. 

image.png 

XRP-ის შვიდდღიანი გრაფიკი.წყარო: CoinMarketCap 

ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 20 უმსხვილეს კრიპტოვალუტას შორის შეიმჩნევა უფრო რადიკალური ცვლილებებიც ფასების მხრივ. მაგალითად, Binance Coin-ი, რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს, დღის განმავლობაში გაიზარდა 3%-ით, კვირის მანძლზე კი მისმა ფასმა 33%-ით მოიმატა. 

წერის პერიოდში ყველა კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენდა 181 მილიარდ დოლარს. ეს მაჩვენებელი 4 პროცენტით მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც გასულ კვირაში ფიქსირდებოდა. 

image.png

 

ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap 

მიმდინარე კვირაში Cointelegraph წერდა, რომ ციფრული აქტივების ფონ Adamant Capital ირწმუნება - კრიპტოვალუტების დათვური ბაზრის ტენდენცია ირღვევა და საბოლოო სტადიაში იმყოფება. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.