Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოვალუტების ბირჟა Coinbase აფართოებს კრიპტოდან კრიპტოზე კონვერტაციის სერვისსა და სავაჭრო მომსახურებას კიდევ 11 ქვეყანაში. 

სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოულმა კომპანიამ განაცხადა თავის ოფიციალურ ბლოგზე. განცხადების თანახმად არგენტინის, მექსიკის, პერუს, კოლუმბიის, ჩილეს, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ინდონეზიის, ფილიპინებისა და ახალი ზელანდიის მაცხოვრებლებს უკვე შეეძებათ წვდომა მიიღონ crypto-to-crypto გაცვლის სერვისებზე.  

კომპანიამ განაცხადა, რომ კლიენტებს მომსახურებას სთავაზობს არა მხოლოდ Coinbase.com-ით სარგებლობისას, არამედ თავისი პროფესიონალური სავაჭრო პლატფორმა Coinbase Pro-ს მეშვეობითაც. 

გაფართოების შედეგად გამოდის, რომ Coinbase ამ დოისათვის მოქმედებს ოთხ კონტინენტსა და 53 ქვეყანაში. 

გარდა ამისა, ბირჟამ დააკონკრეტა, რომ გასულ წელს კრიპტოვალუტებს შორის პირდაპირმა ვაჭრობამ ჯამში გადააჭარბა ტრადიციულ fiat-to-crypto ვაჭრობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

მთელი ინდუსტრიის სავაჭრო ბრუნვების გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე Coinbase გვაცნობებს, რომ crypto-to-crypto ვაჭრობის მოცულობამ საერთო ჯამში 2019 წლის თებერვალში ბრუნვის 51% შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა: 

image.png 

 

გასული წლის დეკემბერში Coinbase-მა თავის სერვისებში დაამატა crypto-to-crypto ვაჭრობის მხარდაჭერა საცალო კლიენტებისათვის, რამაც მათ საშუალება მისცა სერვისზე მიეღოთ წვდომა Coinbase.com-ის, ასევე Android- და iOS-აპლიკაციების მეშვეობით. დეკემბრამდე მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი მომხმარებლებისათვის. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.