Magdalena Posted April 19, 2019 Posted April 19, 2019 15 აპრილს მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ განადგურდა საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაცხადა აღსადგენი ხარჯების შეგროვების შესახებ და ერთ-ერთი პირველი მსურველი კომპანია Ubisoft აღმოჩნდა. კომპანიამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონ ევროს გაიღებს სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, აგრეთვე მსურველებს შესთავაზა უფასოდ მიიღონ Assassin’s Creed Unity-ის PC-ვერსია (იხ. ბმული) https://register.ubisoft.com/acu-notredame-giveaway/en-US საქმე ის გახლავთ, რომ ამ თამაშში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შექმნილი და წარმოდგენილია შესანიშნავი სიზუსტით და Ubisoft-მა ჩათვალა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ყველა მსურველს მიეცემა საშუალება - ვირტუალურად მაინც დაათვალიერონ ეს სილამაზე. თამაშის უფასო მიწოდება გაგრძელდება 25 აპრილამდე. უნდა აღინიშნოს, რომ Assassin’s Creed Unity-ში წარმოდგენილი ტაძრის ვირტუალური ასლი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნამდვილი ნოტრ-დამის აღსადგენად, რომელმაც კონტურები მთლიანად დაკარგა. თამაშის შექმნისას სტუდია Ubisoft Montreal-ის მხატვრებმა და დიზაინერებმა უამრავი დრო და რესურსი დახარჯეს, რათა მოეხდინათ ტაძრის კედლების, ფასადის, სახურავისა და შიდა ინტერიერის დეტალური სკანირება. https://overclockers.ru/softnews/show/96763/ubisoft-besplatno-razdaet-assassin-s-creed-unity-i-pozhertvuet-polmilliona-evro-na-vosstanovlenie-sobora-parizhskoj-bogomateri
George Posted April 19, 2019 Posted April 19, 2019 ამ ნიუსის გადატანა თამაშების ნიუსების განყოფილებაში ჯობია, იქ ზუსტათ ჯდება თემატიკის მიხედვით, ნუ ქართულათ ახალ ამბებში
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.