Magdalena Posted April 15, 2019 Posted April 15, 2019 დაგეგმილი იყო, რომ კომპანია Huawei მაისში წარადგენდა პლანშეტს, რომელიც იმუშავებდა ოპერაციულ სისტემა Windows 10-სა და ცალკრისტალიან სისტემაზე - Qualcomm Snapdragon 850. თუმცა კომპანიამ მოცდა საჭიროდ არ ჩათვალა და წარადგინა ახალი მოწყობილობა Huawei MateBook E 2019. ჰიბრიდულ პლანშეტს აქვს nano-SIM ფორმატის ბარათისა და 4G LTE მობილური ქსელის მხარდაჭერა. ტრანსფორმერის კონფიგურაციაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 ადაპტერები. წინა მხარეს განთავსებულია 12-დუიმიანი დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 3:2-ზე, გაფართოება კი 1440p. MateBook E 2019 პლანშეტს ორი კამერა აქვს, მათი გაფართოება შეადგენს 13 და 5 მეგაპიქსელს. ასევე აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ინტეგრირებული ფლეშ-მოდული, რომლის მოცულობაც კომპლექტაციის შესაბამისად შეადგენს 256 ან 512 გიგაბაიტს. შესაძლებელია ამ ჰიბრიდულ პლანშეტს მიუერთდეს სპეციალური შესაბამისი კლავიატურა. MateBook E 2019 ტრანსფორმერის მახასიათებლებიდან შესაძლებელია გამოიყოს გამაძლიერებელი SmartPA, სტერეოდინამიკები და Dolby Atmos ტექნოლოგიის მხარდაჭერა. კორპუსზე განთავსებულია USB Type-C პორტი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ბატარეის მოცულობა შეადგენს 36,3 ვტ/სთ, მწარმოებლის თქმით, ეს საკმარისი იქნება დაახლოებით ათსაათიანი ავტონომიური მუშაობისთვის მედიაკონტენტის 50%-იან სიმკვეთრეზე. პლანშეტს აქვს საფირმო ტექნოლოგია Huawei Share One Touch-ის მხარდაჭერა. იგი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს ფოტოების მიმოცვლა პლანშეტსა და სმარტფონს შორის. მოწყობილობის გაბარიტებია 27.82 х 19.42 х 0.85 სანტიმეტრი, წონა - 700 გრამი (კლავიატურის გარეშე). 256 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე MateBook-ის ფასი შეადგენს 595 აშშ დოლარს. მაქსიმალური, 512 გიგაბაიტიანი მოდიფიკაცია კი გაიყიდება 745 დოლარად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25739/huawei-predstavila-transformer-matebook-e-2019-na-snapdragon-850-i-os-windows-10 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.