Magdalena Posted April 12, 2019 Posted April 12, 2019 Bitcoin (BTC) დაუბრუნდა 5 ათასდოლარიან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დონეს წარუმატებელი გარღვევის შემდეგ. ლიდერმა კრიპტოვალუტამ ბაზრის შეფასების მიხედვით განიცადა მძლავრი ხარული გარღვევა აღმავალი სამკუთხედის მოდელით და მიაღწია 5488 დოლარიან პიკს Coinbase-ის ბირჟაზე. ეს ნაბიჯი სწრაფად იქნა უარყოფილი და ტრეიდერების მხრიდან გაძლიერებულმა ზეწოლამ გზა გაუხსნა Bitcoin-ის შემცირებას: თავდაპირველად ღირებულება ჩამოვიდა 5200 დოლარზე, შემდეგ კი სწრაფად დაიწია 5018 დოლარამდე (სტატიის წერამდე პერიოდი). ბეჭდვის პერიოდში Bitcoin-ი იყიდებოდა 5068 დოლარად. Bitcoin-ის სამკუთხედის გარღვევა რომ წარმატებით მომხდარიყო, 5800 დოლარიანი დონე აისახებოდა. ასეა თუ ისე, Bitcoin-ი 300 დოლარით შემცირდა მიზნის მიუღწევლად, მყიდველების თანხის მოცულობა იმ დღესვე შემცირდა. თუმცა ყველაფერი დაკარგული არ არის. თუკი დღის დახურვისას ფასი 5 ათას დოლარს ზემოთ აღმოჩნდება, ხარული გრაფიკის სტრქუტურა უცვლელად შენარჩუნდება. სამომავლოდ შესაძლებელია ხარების ისევ გააქტიურება, მხოლოდ კონსოლიდაციის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ. Bitcoin-ზე დარტყმის შედეგად კრიპტოვალუტების მთელი ბაზარი წითელ ხაზზეა (ბეჭდვის მომენტში). სხვა ტოპ-ტოკენები, როგორებიცაა ETH და XRP, CoinMarketCap-ის 24-საათიანი მონაცემების მიხედვით განიცდიან 7,46 და 5,85 პროცენტიან დანაკარგს, შესაბამისად. https://www.coindesk.com/bitcoin-drops-back-to-5k-support-after-failed-breakout-2 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.