Magdalena Posted April 11, 2019 Posted April 11, 2019 კომპანია Razer-მა წარადგინა თავისი საწყისი დონის ვიდეო-capture Ripsaw HD ბარათის განახლებული ვერსია. ახალ მოწყობილობას, კომპანიის თქმით, შეუძლია უზრუნველყოს გეიმერი ყველა აუცილებელი ფუნქციით, რაც საჭიროა ტრანსლაციის ან გეიმინგ-პროცესის ჩაწერისას: კადრის განახლების მაღალი სიხშირე, ხარისხიანი გამოსახულება და სუფთა ხმა. ახალი ვერსიის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მას შეუძლია გამოსახულების მიღება 4K ფორმატში (3840 × 2160 პიქსელი) და 60 FPS სიხშირემდე. Ripsaw HD-ში გამოიყენება ინტერფეისი HDMI 2.0, რაც მას აქცევს უნივერსალურ მოწყობილობად, რომელიც გამოიყენება სტრიმინგისთვის პერსონალურ კომპიუტერებსა და კონსოლებზე - იქნება ეს PlayStation 4, Xbox One თუ Nintendo Switch. ხარისხიანი ვიდეოსტრიმინგის პარალელურად Razer-ის ახალი მოწყობილობა უზრუნველყოფს ხარისხიან ხმას. მოწყობილობით შესაძლებელია თანმხლები ხმის დადება ან გეიმინგ-პროცესის კომენტარებით გაფორმება. Ripsaw HD-ზე ხელმისაწვდომია USB 3.0 Type-C პორტიც. სამწუხაროდ, სტრიმინგის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერზე, შიდა დრაივზე ჩაწერის შესაძლებლობა კი მხარდაჭერილი არ არის. Ripsaw HD თავსებადია Open Broadcaster Software-თან, Mixer-თან, Streamlabs-თან, Xsplit-თან, Twitch-სა და YouTube-თან. მოწყობილობის შეძენისას კომპლექტში აგრეთვე შედის USB 3.0 Type-C, Type-A სადენი, HDMI სადენი და 3,5 მილიმეტრიანი აუდიოსადენი. Razer Ripsaw HD გაყიდვაში გამოვა დღეიდან, 11 აპრილიდან. მისი სარეკომენდაციო ფასი შეადგენს 160 აშშ დოლარს. ახალი მოწყობილობა შეძლებს გახდეს Elgato HD60 S-ის სრულფასოვანი კონკურენტი. ამ უკანასკნელს შედარებით მცირე ფუნქციონალურობა აქვს, კერძოდ, აქვს ვიდეოს მხოლოდ Full HD 60 FPS ფორმატის მხარდაჭერა და ამასთან გაცილებით ძვირიც ღირს. https://3dnews.ru/985604 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.