Magdalena Posted April 11, 2019 Posted April 11, 2019 YouTube ინვესტირებას ახდენს ახალ ინტერაქტიულ სერიაში „Choose Your Own Adventure-style“, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Netflix-ის Black Mirror: Bandersnatch და You Vs. Wild. YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, პროექტები იარსებებს და იმოქმედებს ახალი ქვეგანყოფილების ფარგლებში, რომელიც მიძღვნილი იქნება ინტერაქტიულ პროგრამირებასა და სპეციალურ live-შემოთავაზებებს. შემუშავების ეტაპზე არსებული სერიები პირველ რიგში დაფუძნებული იქნება ინტერაქტიულობაზე. კომპანია ასევე დანერგავს პროდუქტის გარკვეულ ფუნქციებს YouTube Originals-ში. კომპანია აპირებს ერთ-ერთი ასეთი ახალი პროექტი უახლოეს პერიოდში დააანონსოს, აცხადებს პრეს-მდივანი. წარსულში YouTube-ს აქვს უკვე ნაცადი ექსპერიმენტები ინტერაქტიულ რეკლამირებაში. ახლანდელი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ინტერაქტიული ნარატიული კონტენტის შექმნისკენ. შესაბამისად, პროექტი თეორიულად გახდება ისეთი წარმატებული და პოპულარული პროგრამის პირდაპირი კონკურენტი, როგორიცაა Netflix-ის Bandersnatch. ხსენებული სიახლე გახმაურდა იმ შემთხვევიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც The Hollywood Reporter-მა განაცხადა, რომ YouTube-მა ჯამში შეზღუდა ორიგინალი სერიალების რაოდენობა. The Hollywood Reporter-ის მიხედვით, YouTube-მა უნდა დაიწყოს 2020 წლიდან მუშაობა ბიუჯეტის სერიოზულ შეზღუდვაზე. უცნობია, კონკრეტულად რომელ და რა სახის ინტერაქტიულ პროგრამებსა და სპეციალურ ტრანსლაციებში განახორციელებს YouTube ინვესტირებას. https://www.theverge.com/2019/4/9/18303407/youtube-choose-your-own-adventure-netflix-black-mirror-bandersnatch-originals Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.