Jump to content

Recommended Posts

Posted

ბრაუზერი, სახელად Reborn 3 ახლა უკვე ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემებისთვის - Mac, Windows და Linux - აცხადებს Opera-ს წარმომადგენლობა. პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ და მოქმედებეი განახორციელონ „Web 3“-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული აპლიკაციით, ელექტრონული საფულე კი მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ტრანზაქციები Metamask-ის მსგავსი გაფართოების გარეშე.  

image.jpeg 

Opera-ს განცხადების მიხედვით, უსაფრთხოების გაზრდილი დონის მქონე Reborn 3-ს ინტეგრირებული საფულე სინქრონიზდება Android Opera მობილურ ბრაუზერთან, რომელიც გამოშვებულ იქნა გასული წლის დეკემბერში.   

ეს ნიშნავს იმას, რომ საფულის გასაღებები არასოდეს დატოვებენ მოხმარებლის სმარტფონს - აცხადებს კომპანია: პრაქტიკაში, როდესაც მომხმარებლების მხრიდან საჭიროა იდენტიფიკაცია Web 3-ზე ან სჭირდებათ ტრანზაქციის განხორციელება ბლოკჩეინზე, ისინი მიიღებენ შეტყობინებას თავიანთ სმარტფონებზე. დადასტურების შედეგად შეძლებენ განბლოკონ თავიანთი სისტემა, რაშიც გამოიყენებენ სახის ამომცნობ სისტემას ან თითის ანაბეჭდის სკანერს“. 

Opera-მ ასევე განაცხადა, რომ აპირებს დაამატოს ინტეგრირებული კრიპტო საფულის ფუნქცია თავის iOS ბრაუზერში, რომელიც ცნობილია სახელით - Opera Touch. 

ამ დროისთვის ბრაუზერს აქვს Etehereum-ისა და ERC-20 ტოკენების მხარდაჭერა. ასევე მხარდაჭერილია ERC-721 სტანდარტის „collectibles“ - მაგალითად CryptoKitties. 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული Opera-მ თავის Android-მომხმარებლებს ნება დართო შეიძინონ Etehereum- უშუალოდ ბრაუზერიდან, რაც განხორციელდა კრიპტოვალუტების რეგულირებად ბროკერ Safello-სთან პარტნიორობის შედეგად. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.