Jump to content

Assassin's Creed-ში შესაძლოა ვიკინგური თემატიკა გამოჩნდეს


Recommended Posts

Posted

image.png

როგორც ჩანს, შემდეგი Assassins Creed-ის სიუჟეტი ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე ვითარდება და არა იაპონიაში, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა. Kotaku-ს შეტყობინების თანახმად, გამოსახულებაზე, რომელიც The Division 2-ზე გამოჩნდა, ასახულია სკანდინავიელი მეომრები, რომლებიც ედემის ვაშლს (Apple of Eden) ფლობენ. 

ედემის ვაშლი - ეს არის არტეფაქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს Assassin's Creed-ის ბევრ თამაშში და როგორც ჩანს, იგი შემდეგ ნაწილში დაბრუნდება სიუჟეტში. 

Kotaku-მ Ubisoft-ს მიმართა კომენტარებისთვის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო კომპანიამ არანაირი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, რას ნიშნავს და რა როლს ასრულებს აღმოჩენილი გამოსახულება თამაშის შემდგომ ნაწილში. თუკი ეს არ არის რაიმე სახის ხრიკი ან მანიპულაცია კომპანიია მხრიდან, Assassin's Creed-ის ახალ ნაწილში მოთამაშეებს ელით ცივ ზღვებში მოგზაურობა და თავგადასავლები. შესაძლებელია ისიც, რომ ვიკინგების თემა იაპონური თამაშის შემდეგ გაგრძელდეს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. 

Posted

"იქ სადაც სხვანი არიან მორალითა და კანონით შეზღუდულნი, დასცხე გასცხე გამოსცხე "  

 

:DDD

 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.