Magdalena Posted April 9, 2019 Posted April 9, 2019 Amazon-ი კომპანიებს უფლებას მისცემს გადააპროგრამონ Alexa თავიანთი სამუშაო ამოცანების შესრულებისთვის კომპანიის მიერ მიწვდილი ინფორმაციის საფუძველზე რესურსი Egadget ავრცელებს სიახლეს: Amazon-მა წარადგინა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ბრძანებები მისი ხმოვანი დამხმარე Alexa-ს მისამართით სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. კომპანია ღია წვდომას სთავაზობს რამოდენიმე ათეულ პატერნზე, რომელთა ინტეგრირებაც შესაძლებელია ხმოვან ასისტენტში სხვადასხვა სახის დავალებების შესრულებისთვის. ოფიციალურ ბლოგში Amazon-ი მიუთითებს, რომ მათი დაყენებისთვის კომპანიებს არ დასჭირდებათ კოდის დაწერა. მზა ბრძანებების რიცხვში შედის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც კომპანიის თანამშრომლები ან ვიზიტორები ყველაზე ხშირად უსვამენ HR-სპეციალისტებს ან მიმღების ადმინისტრატორებს. მათ შორისაა: „რა არის Wi-Fi-ს პაროლი?“ „როდის დაიწყება რეგისტრაციის გახსნა?“ „როგორ ვმართო ელექტრონული ფოსტა ჩემს სმარტფონში?“ და ა.შ. Amazon-ი აღნიშნავს, რომ ბიზნეს-წინადადება არ იქნება გამოყენებული არაინაირ მოწყობილობაზე კლიენტი-კომპანიის ოფისს გარეთ. https://hightech.fm/2019/03/29/alexa-business Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.