Magdalena Posted April 8, 2019 Posted April 8, 2019 Bloomberg-თან ინტერვიუში Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელმა Thomas Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ი დაუბრუნდა ხარულ ტრენდს. ინტერვიუს მსვლელობისას Lee-მ აღნიშნა, რომ Bitcoin-ის კრიტიკოსები კრიპტოვალუტას მკვდრად თვლიდნენ, რადგანაც მან დაკარგა თავისი ღირებულების 90%. თუმცა ამჟამად მან გადალახა 200-დღიანი ცვლადი შუალედი (Moving Average – MA), ამიტომ Lee თვლის, რომ განწყობა უნდა შეიცვალოს, BTC დღესდღეობით ხარულ მარკეტზეა. Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ისთვის „ზურგის ქარი“ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა, რადგანაც დოლარი არ გამყარდა და ჩინეთში კი იზრდება სააქციო კაპიტალის მულტიპლიკატორი. Lee-მ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება - ე.წ. „ვეშაპებმა“ - ინვესტორებმა, რომლებიც დიდი ოდენობით კრიპტოვალუტებს ფლობენ, კვლავ დაიწყეს კიდევ უფრო მეტი კრიპტოს დაგროვება. როგორც Cointelegraph იტყობინებოდა, Thomas Lee-მ ადრევე განუცხადა CNBC-ს, რომ მისი აზრით ხარული ნიშანი შესაძლოა დაბრუნებულიყო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში და აღნიშნა, რომ ინდიკატორი, რომელზეც თვალყურის დევნებაა საჭირო - ეს არის 200-დღიანი ცვლადი, მოძრავი შუალედი (MA). თებერვალში Lee-ს ნიუ-იორკულმა კვლევითმა კომპანია Fundstrat Global Advisors-მა გამოუშვა კრიპტოვალუტების 2019 წლის პროგნოზი, რომელშიც ანალიტიკოსები აღწერენ ეტაპობრივ გაუმჯობესებას და მათი აზრით მოსალოდნელია უფრო მაღალი ფასების შენარჩუნება კრიპტოვალუტებზე. https://cointelegraph.com/news/fundstrat-global-advisors-co-founder-thomas-lee-bitcoin-is-back-in-a-bullish-trend 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.