Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Bloomberg-თან ინტერვიუში Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელმა Thomas Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ი დაუბრუნდა ხარულ ტრენდს. 

ინტერვიუს მსვლელობისას Lee-მ აღნიშნა, რომ Bitcoin-ის კრიტიკოსები კრიპტოვალუტას მკვდრად თვლიდნენ, რადგანაც მან დაკარგა თავისი ღირებულების 90%. თუმცა ამჟამად მან გადალახა 200-დღიანი ცვლადი შუალედი (Moving Average – MA), ამიტომ Lee თვლის, რომ განწყობა უნდა შეიცვალოს, BTC დღესდღეობით ხარულ მარკეტზეა. Lee-მ განაცხადა, რომ Bitcoin-ისთვის „ზურგის ქარი“ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა, რადგანაც დოლარი არ გამყარდა და ჩინეთში კი იზრდება სააქციო კაპიტალის მულტიპლიკატორი. 

Lee-მ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება - ე.წ. „ვეშაპებმა“ - ინვესტორებმა, რომლებიც დიდი ოდენობით კრიპტოვალუტებს ფლობენ, კვლავ დაიწყეს კიდევ უფრო მეტი კრიპტოს დაგროვება.  

როგორც Cointelegraph იტყობინებოდა, Thomas Lee-მ ადრევე განუცხადა CNBC-ს, რომ მისი აზრით ხარული ნიშანი შესაძოა დაბრუნებულიყო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაშ და აღნიშნა, რომ ინდიკატორი, რომელზეც თვალყურის დევნებაა საჭირო - ეს არის 200-დღიანი ცვლადი, მოძრავი შუალედი (MA). 

თებერვალში Lee-ს ნიუ-იორკულმა კვლევითმა კომპანია Fundstrat Global Advisors-მა გამოუშვა კრიპტოვალუტების 2019 წლის პროგნოზი, რომელშიც ანალიტიკოსები აღწერენ ეტაპობრივ გაუმჯობესებას და მათი აზრით მოსალოდნელია უფრო მაღალი ფასების შენარჩუნება კრიპტოვალუტებზე. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.