Magdalena Posted April 3, 2019 Posted April 3, 2019 ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტა Bitcoin-მა 17%-ით მოიმატა მიმდინარე კვირის ორშაბათს და მიაღწია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. Coindesk-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის ფასი ორშაბათს დილით 4715 აშშ დოლარი გახდა, რასაც თან ახლდა ყოვედღიური ხარული ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. საათობრივი სავაჭრო პერიოდი წინა დღესთან შედარებით 668 დოლარით მეტი მაჩვენებლით დაიხურა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ფასი 19,17%-ით გაიზარდა 24-საათიან პერიოდში და მიაღწია 4 926 დოლარს და გაარღვია რეზისტენტულობის 4192 დოლარიანი დონე. შედეგად კრიპტოვალუტა აგრძელებს თავის მცირე ხნის წინანდელ მზარდ ტენდენციას. აგრეთვე მნიშვნელოვნად გაიზარდა Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია - 5,1 მლრდ დოლარით 78,8 მლრდ დოლარამდე ერთ დღეში, რაც 2018 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს აღემატება. აღსანიშნავი ნაბიჯი გადაიდგა წინ Bitcoin-ხარების წინააღმდეგობისას, რამაც ვითარება შეამსუბუქა და მოხდა გარღვევა რეზისტენტულობის არა ერთ, არამედ სამ დონეზე - 4200, 4420 და 4567 დოლარიან დონეებზე. Bitcoin-ი მხოლოდ ერთ-ერთია უამრავ კრიპტოვალუტას შორის, რომელზეც დადებითად აისახა ბაზარზე ლიკვიდურობის დონის გაზრდა. Ether და Litecoin 5,5 და 8,1 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად, ამავე დროს კი Tron-ი ლიდერებს შორის ტოპ-15-ში შედის და სტატიის წერის მომენტში მასზე ფიქსირდებოდა 12%-იანი ზრდა. https://www.coindesk.com/bitcoin-price-jumps-to-4-month-high-above-4900 1 Quote
George Posted April 3, 2019 Posted April 3, 2019 ეთერეუმის ფასიც 166$-მდე გაიზარდა, ჯამურმა კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ კი ლამის 175$ მილიარდს მიაღწია უკვე, ბიტკოინსაც არც ისე ბევრი უკლია 100$ მილიარდამდე ასასვლელათ, თუმცა რომ ავიდეს თითქმის მიაღწევს ალბათ 6000$ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.