Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თვითმფრინავების ფრთები საკმაოდ მარტივადაა მოწყობილი. თუმცა მათ შიგნით განთავსებულია სადენებისა და სხვა მექანიკური ელემენტებისგან შემდგარი რთული სისტემა. რთული სტრუქტურა პირდაპირ ახდენს გავლენას თვითმფრინავის ღირებულებაზე, მისი აწყობის ხანგრძლივობასა და ტექნიკური მომსახურების ძალისხმევაზე. იმისათვის, რომ თვითმფრინავების ღირებულება შეემცირებინა, კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა წარადგინეს ფრთების გამარტივებული კონსტრუქცია, რომელსაც არ აქვს ცალკეული მოძრავი ელემენტები, არამედ მთლიანად მოქნილი და ადპტირებადია ნებისმიერი დატვირთვისას. 

image.jpeg 

ახალი თაობის ფრთების სტრუქტურა წარმოადგენს ათასობით პატარა სამკუთხედების ერთობლიობას და აქვს ბევრი ცარიელი სივრცე. სიმსუბუქისა და მოქნილობის წყალობით, ფრთების დეფორმაციისათვის არ არის საჭირო მრავალი ძრავის გამოყენება - სისტემა დამოუკიდებლად რეაგირებს აეროდინამიკური წნევის ცვლილებებზე. იმისათვის, რომ ფრთებმა სწორი რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა დატვირთვისას, მკვლევარებმა გულმოდგინედ იმუშავეს მათ განლაგებაზე და სხვადასხვა ტიპის მოქნილობის უნარი მიანიჭეს. 

image.jpeg 

მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით ფრთებს არ აქვთ ისეთი წონა, როგორც ჩვეულებრივ, ლიონისა და კომპოზიტური მასალებისგან დამზადებულ ფრთებს. შესაბამისად, ასეთ თვითმფრინავებს ნაკლები ენერგია სჭირდება, რაც აგრეთვე უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. მიმართულების ცვლლებისთვის საირო გარკვეული ტრადიციული ელემენტების არარსებობაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ღირებულებას და კონსტრუქციის აწყობის ხანგრძლივობას. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.