Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სამხრეთკორეული მცირებიუჯეტური კომუნალური დაწესებულებების უმეტესობა ცუდადაა დაცული ხანძრისგან. გასულ წელს ხანძრისგან ერთ საცხოვრებელ შენობაში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მცირე ზომის საავადმყოფოში კი - 37 ადამიანი. ორივე შემთხვევაში მიზეზი იყო ერთი და იგივე - ახლომახლო არ არსებობდა ცეცხლმაქრი. 2017 წელს კომპანია Samsung-ის სადაზღვევო განყოფილებამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კორეის სამოსახლოს 58%-ს არ აქვს ცეცხლმაქრი. 

ხანძრის ჩასაქრობი საშუალების მწვავე დეფიციტის პრობლემა შეუძლია მოაგვაროს საოჯახო ცეცხლმაქრმა Firevase-მა, რომელიც შექმნა Samsung-ის შვილობილმა კომპანიამ Cheil Worldwide. 

აღნიშნული ცეცხლმაქრი გარეგნულად არაფრით მოგვაგონებს ტრადიციულ ცეცხლმაქრს, რადგანც დამზადებულია ყვავილების ლამაზი ლარნაკის ვიზუალით. თუმცა მის ორმაგ ჰერმეტულ „კედლებს“ შორის მოთავსებულია კალიუმის კარბონატი, მშრალი ქიმიური რეაგენტი, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით - Purple K. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა მფლობელმა ლარნაკი ისროლოს ხანძრის კერაში და გამოთავისუფლებული ნივთიერება მომენტალურად ჩააქრობს ცეცხლის ალს. 

ამ დროისთვის კომპანია ეძებს შესაძლებლობებს - გააფრთოვოს პროგრამის ფარგლები და მთელი ქვეყნის მოსახლეობა მოამარაგოს ახალი ტიპის ცეცხლმაქრებით. 

მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ Firevase-ის გამოყენების ამსახველი ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=4QF2V7Ltteg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.