Jump to content

Recommended Posts

Posted

Yang Chaobin-მა, Huawei-ს 5G მიმართულების პრეზიდენტმა დაასახელა მეექვსე თაობის მობილური ქსელის დანერგვის ვადა.  

image.jpeg 

დღესდღეობით მსოფლიო იმყოფება 5G ქსელის კომერციული დანერგვის ზღვარზე. თეორიულად, აგვარი სერვისების სიჩქარე მიაღწევს 20 გბიტი/წმ-ს, თუმცა თავდაპირველად მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ბევრად დაბალი იქნება. 

5G სეგმენტის ერთ-ერი ლიდერია Huawei. კომპანია აქტიურად ცდილობს შესაბამისი ტექნოლოგიის დანერგვას, აგრეთვე აქვს შემოთავაზება 5G ქსელზე ორიენტირებულ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ოპერატორებს ეხმარება 5G ქსელის გავრცელებაში. 

5G ქსელის კომერციული დანერგვა აქტივაციამდე მიიყვანს მეექვსე თაობის ტექნოლოგიაზე მუშაობასაც. რა საკვირველია, ხსენებულ სფეროში ინტენსიურ კვლევებს განახორციელებს Huawei-ც. 

image.jpeg 

როგორც Chaobin-მა განაცხადა, 6G ქსელის ეპოქა არ დადგება 2030 წელზე ადრე. დიდი ალბათობით, ამგვარი ქსელი შეძლებს უზრუნველყოს სიჩქარე რამოდენიმე ასეულ გიგაბიტამდე წამში. თუმცა, 6G ქსელის მახასიათებლებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. 

ასოციაცია GSM-ის პროგნოზის თანახმად 2025 წლისთვის მელ მსოფლიოშ იქნება 5G ქსელის 1,3 მილიარდი მომხმარებელი და 1,36 მილიარდი მობილური მოწყობილობა აღურვილი იქნება ხსენებული ქსელის მხარდაჭერით. იმ დროისთვის მეხუთე თაობის მიერ გლობალური დაფარვის დონე მიაღწევს 40%-ს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.