Jump to content

Recommended Posts

Posted

იაპონური გამომცემლობა Nikkei-ს ინფორმაციით, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო ამზადებს ახალ სპეციალურ ნორმატივებს ეროვნული უნივერსიტეტებისთვის, რომლებითაც მოხდება სტუდენტებისა და მეცნიერების  გაცვლითი პროგრამების კვლევის რეგლამენტირება. ეს ზომები დაკავშირებულია შემდეგთან: აშშ აპირებს ხელი შეუშალოს წამყვანი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას 14 სფეროში, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, გეოპოზიციონირება, მიკროპროცესორები, რობოტექნიკა, მონაცემთა ანალიზი, კვანტური კომპიუტერები, ტრანსპორტი და 3D-ბეჭდვა. ეს ყველაფერი არ უნდა მოხვდეს ჩინეთში ან სხვა ქვეყანაში. 

image.jpeg 

ინფორმაციის წყარო აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში იაპონიის სამეცნიერო დაწესებულებებში გაიზარდა ერთობლივი კვლევების მაჩვენებელი, რომლებშიც შედის აშშ-ის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების მეცნიერთაგან შემდგარი ჯგუფები. ამ ფაქტმა ვაშინგტონი შეაშფოთა. შიშობენ რომ არ მოხდეს კვლევის შედგების გაჟონვა მესამე მხარისკენ. ამასთან, იაპონიაში უკვე არსებობს ნორმატივები, რომლებითაც ხდება იმ სამეცნიერო შრომების რეგლამენტირება, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სფეროსთან, მაგალითად, რადარების სისტემასთან. ნორმატივებში ახალი შესწორებები შევა მიმდინარე წელს და მნიშვნელოვნად გაფართოვდება კვლევის სფეროთა ჩამონათვალი, რომლებშიც დაუშვებელი იქნება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩართულობა. 

image.jpeg 

იაპონური წყაროები მიიჩნევენ, რომ ახალი ნორმატივები ნეგატიურად იქნება მიებული იაპონიის მეცნიერთა სფეროში და სხვა ქვეყნების სპეციალისტებს შორისაც. ეს ფაქტი განსაკუთრებით საკვირველია იმის ფონზე, რომ აშშ-ის სამეცნიერო შრომებში ბოლო წლებში მასიურად იქნა ჩართული უამრავი ჩინური, სამხრეთკორეული, ინდური და ახლო აღმოსავლური გვარების მქონე პირები. აშშ აგრეთვე შეზღუდავს იმ მეცნიერებსაც, რომლებიც ვერ გაუძლებენ უცხო ქვეყნებიდან გრანტების მიღების ცდუნებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.