Jump to content

Recommended Posts

Posted

Turing-ის ჯილდო, რომელიც ცნობილია, როგორც „ნობელის პრემია ინფორმატიკის სფეროში“, 2018 წელს მიენიჭა სამ მეცნიერს, რომლებმაც საფუძველი დაუდეს ხელოვნურ ინტელექტს. ესენი არიან: Yoshua Bengio, Geoffrey Hinton და Yann LeCun - მათ ჯილდოდ 1 მლნ დოლარი მიიღეს იმ სამუშაოსთვის, რაც გასწიეს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის განვიარების სფეროში. 90-2000-იან წლებში ამ სამეულის მიერ შემშავებულმა მეთოდმა უზარმაზარი გარღვევა მოახდინა ისეთ საკიხებში, როგორებიცაა კომპიუტერული ხედვა და საუბრის ამოცნობის ტექნოლოგია. 

image.png 

მათი საქმიანობა საფუძვად უდევს ხელოვნური ინეტელქტის თანამედროვე ტექნოლოგიებს, დაწყებული თვითმართვადი ავტომობილებიდან - ავტომატიზირებული სამედიცინო დიაგნოსტიკით დამთავრებული.  

შეიძლება ითქვას, რომ სტატიის მკითხვეთაგან უმეტესობას შეხება აქვს Bengio-ს, Hinton-ისა და LeCun-ის ალგორითმებთან - იქნება ეს სახის ამოცნობის სისტემა, რომელსაც თქვენი სმარტფონის განბლოკვისთვის იყენებთ, თუ ენობრივი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გეხმარებათ შეტყობინებებისა და ელექტრონული წერილების წერაში. 

ამ სამეულს უდიდესი ადილი უჭირავს ხელოვნური ინტელექტის კვლევის ეკოსისტემაში. Hinton-ი მუშაობს Google-სა და ტორონტოს უნივერსიტეტშ; Bengio მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი და კომპანია Element AI-ის დამფუძნებელია; LeCun  Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის უფროსი სპეციალისტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია. 

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მთავარი სპეციალისტი Jeffrey Dean მეტად აფასებს მეცნიერთა სამეულის მიღწევებს: ღრმა მანქანური სწავლება და ნეიროქსელი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა თანამედროვე კომპიუტერულ მეცნიერებებში. ამ პროგრესს საფუძვლად უდევს ფუნდამენტალური მეთოდები, რომლებიც შეიმუშავეს Turing-ის 2018 წლის ლაურეატებმა - Yoshua Bengio-მ, Geoffrey Hinton-მა და Yann LeCun-მა“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.