Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei გამოუშვებს სმარტ-სათვალეებს Gentle Monster-თან პარტნიორობის შედეგად. ეს უკანასკნელი კორეული ბრენდია, რომელიც ოპტიკურ და მზის სათვალეებს აწარმოებს. პარტნიორობის შედეგად კომპანია გამოუშვებს არა ერთ მოდელს, არამედ ინტეგრირებული ელექტრონიკის მქონე სათვალეების მთელ კოლექციას. Huawei-ს ეს ახალი სათვალეები წარმოდგენილია როგორც ყურსასმენების ერთგვარი ჩამანაცვლებელი - ეს მოწყობილობა მფლობელს საშუალებას მისცემს ისაუბროს ტელეფონზე ისე, რომ ყურთან არანაირი მოწყობილობა არ იყოს კონტაქტში. მოწყობილობაზე არ არის ღილაკები, მომხმარებელს შეუძლია „დააკაკუნოს“ სათვალის კიდეზე, რათა უპასუხოს შემომავალ ზარს. 

image.jpeg 

ანტენა, დამტენი მოდული, ორმაგი მიკროფონი, ჩიპსეტი, დინამიკი და ბატარეა - ეს ყველაფერი ჩაშენებულია სათვალის ჩარჩოში. სათვალეში არსებული ორი მიკროფონი წარმოდგენილია სხივის ფორმირეის ტექნოლოგიით, შედეგად იგი აღიქვამს, რასაც მომხმარებელი იტყვის. 

ყურებთან ახლოს განთავსებულია სტერეოდინამიკები. კომპანიას სურს მომხმარებელმა ისე უსმინოს მუსიკას, რომ გარშემომყოფები არ შეაწუხოს. 

უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობაზე არ არის კამერა. Huawei-ს სურვილია ავი აარიდოს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ ყველა სახის საკამათო თემას, სწორედ ამიტომ არ არის სათვალეზე წარმოდგენილი კამერა.  

image.jpeg 

სათვალეები მომხმარებელს მიეწოდება ტყავის ბუდით და ქვედა ნაწილში USB-C პორტით. სათვალეებს უსადენო დატენვის მხარდაჭერა აქვთ. როგორც ცნობილია, 2019 წლის ივნისამდე ეს მოწყობილობები გაყიდვაში არ გამოვა. 

2018 წლის ებერვალში სმარტ-საათი Vaunt წარადგინა კომპანია Intel-მა - ეს მოდელი ვიზუალურად პრაქტიკულად არ განირჩევა „ჩვეულებრივი“ სათვალისგან. თუმცა Intel-ის სმარტ-სათვალეში მოცემულია ინტეგრირებული კამერა, დინამიკი და მიკროფონი. ერთი შეხედვით ეს სათვალე ჩვეულებრივი ნივთია, რომელიც უამრავი ადამიანისთვის ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.