Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

პოლიციის ძაღლების გაწვრთნა ნებისმიერ შემთხვევაში რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ჩინეთში კი, როგორც ჩანს, ამ პროცესის გამარტივების მეთოდი იპოვეს უკვე „მზა“ პოლიციელი ძაღლების კლონირების გზით. 

გაზეთი China Daily იტყობინება, რომ ქალაქ კუნმინში იუნანის უნივერსიტეტის სპეციალისტები და Beijing Sinogene Biotechnology-ს ბიოლოგები იწყებენ ორი თვის ლეკვის გაწვრთნას, რომელიც კლონირებულია ცნობილი მაძებარი ძაღლისგან. ექსპერიმენტის მიზნის გამოცნობა რთულ საქმეს არ წარმოადგენს: პოლიციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მშობლისგან გამოყოლილი გენების წყალობით ლეკვის გაწვრთნაზე დაიზოგება დრო, ფული და ენერგია. 

ცნობილია, რომ კლონირებისთვის საჭირო გენები აღებულ იქნა ზრდასრული ძაღლის სომატური უჯრედებიდან და შემდეგ მოხდა მათი იმპლანტირება შემდგომი მომწიფებისთვის. 

ერთ-ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ მეცნიერებს იმედი აქვთ, ლეკვი მემკვიდრეობით მიიებს ყველა საუკეთესო თვისებას მშობლისგან და ათ თვეში უკვე შეძლებს პოლიციის სამსახურში ჩართვას. სამომავლოდ იგეგმება შეიქმნას პოლიციელი ძაღლების გენეტიკური მასალების, უჯრედების ბანკი და კლონირების პროცესი მასობრივი გახდეს. 

რა საკვირველია, არის ალბათობა, რომ გაჩნდება ეთიკური ნორმების პრობლემები   ცხოველების კლონირების მოწინააღმდეგეთა მხრიდან. ცხადია, ყველას არ მოეწონება კლონირების იდეა და ფოკუსირება ფაქტობრივად იდენტური ძაღლების გამოჩენაზე. არ არის გამორიცხული გენეტიკური წუნიც - შესაძლოა გაჩნდნენ ავადმყოფი ან სხვადასხვა დარღვევის მქონე ძაღლები. დღესდღეობით ჩინეთის გარდა ამგვარი კონცეფციის დანერგვას არსად ჩქარობენ, ყოველ შემთხვევაში, არსებული ინფორმაციის თანახმად. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.