Jump to content

Recommended Posts

Posted

NASA-ს ახალი გეგმის მიხედვით ახალი აპარატი მარსზე 2020 წლის ივლისში უნდა გაემგზავროს. ახალი მარსმავალის მთავარი ამოცანაა ეძებოს პასუხი წითელ პლანეტასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე - იყო თუ არა მარსი წარსულში დასახლებული? ამ ამოცანის შესასრულებლად აპარატი აღჭურვილი იქნება ბურღით, რომლის დახმარებითაც გრუნტიდან ნიმუშებს აიღებს. პარალელურად, ახალ მარსმავალს ექნება ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გამოიცადოს წითელი პლანეტის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგისგან ჟანგბადის მიღების ახალი მეთოდი. 

image.jpeg

 

იმისათვის, რომ დაკისრებული მისია წრმატებით შეასრულოს, პირველ ეტაპზე მარსმავალმა ჯერ უნდა მიაღწიოს პლანეტის ზედაპირამდე და დაეშვას კრატერ ეზერო“-ში. NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითთებულია, რომ დაშვების პროცესს დაახლოებით შვიდი წუთი დასჭირდება და ეს იქნება მარსმავლისათვის ყველაზე რთული გამოცდა, რადგან დაშვების მართვა მთლიანად ავტონომიურ რეჟიმში განხორციელდება. ამ პროცესისას აპარატის კომპიუტერს მოუწევს საერთო ჯამში შეასრულოს 27 ათასი სხვადასხვა გამოთვლითი ოპერაცია, რათა 1050 კილოგრამიანი მარსმავალი უსაფრთხოდ დასვას. პროცესში ადამიანთა არევა გამორიცხულია, დედამიწაზე მყოფი სპეციალისტები მხოლოდ და მხოლოდ მიიებენ ინფორმაციას წარმატებული ან წარუმატებელი დაშვების შესახებ. 

image.jpeg 

მარსმავალ  Mars 2020-ის პლატფორმა 

მარსის ახალი მისიის დაწყებამდე დრო არც ისე ბევრი დარჩა, ასე რომ სპეციალისტები რაც შეიძლება კარგად და მოემზადონ აპარატის საველე პირობებში გამოსაცდელად. ამისათვის NASA-ს ლაბორატორიაში უკვე დაიწყო სამომავლო დაშვების სიმულაციური ტესტირება. პირველი ტესტის, Systems Test 1 (ST1) მსვლელობისას ინჟინრები ორი კვირის განმავლობაში ააქტიურებდნენ როვერის ელექტრონულ სისტემებს და ახორციელებდნენ აპარატის პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდას სხვადასხვა პირობების სიმულაციით. საერთო ჯამში, როგორც აეროკოსმოსური სააგენტო აღნიშნავს, ტესტირების ხსენებულმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა სპეციალისტები ყურადღებას გაამახვილებენ გარკვეულ დეტალებზე მათი ემდგომი გაუმჯობესების მიზნით. 

მარსმავალის გაშვება დაგეგმილია 2020 წლის 17 ივლისს გამწევი რაკეტა Atlas 541-ის მეშვეობით. ინჟინრები აპირებენ როვერ Mars 2020-ის გაშვების წინ ჩაატარონ ზემოთხსენებული ტესტირება და სხვა ტიპის გამოცდებიც კიდევ ერთხელ. 

„ერთ-ერთი სამომავლო შემოწმებისას როვერს მოათავსებენ სითბურ კამერაში, რომლის შიგნითაც მოდელირებული იქნება ისეთი გარემო, რომელიც შეესაბამება წითელი პლანეტის ზედაპირის ბუნებრივ პირობებს. ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურებზე აპარატს მოუწევს მთელი რიგი დავალებების შესრულება“ - აცხადებს მისია Mars 2020-ის ინჟინერ-ტექნოლოგი ჰიზერ ბოტომი. 

  • Like 1
  • Power_VANO changed the title to NASA-ს ახალი მარსმავალის პირველმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.