Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა, Mike Novogratz-მა გამოთქვა აზრი, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია ადვილად გადააჭარბებს ოქროს ბაზრის მოცულობას, რომელიც ამჟამად შეფასებულია 7,5 ტრილიონ დოლარად.  

Morgan Creek Digital-ის დამფუძნებელთან,  Anthony Pompliano-სთან საუბრისას Novogratz-მა ხაზი გაუსვა, რომ ინსტიტუციონალური ფულის შემოდინება კრიპტო ბაზარზე - ეს მხოლოდ დროის საკითხია, მსხვილი მოთამაშეები კი, როგორებიცაა მაგალითად Goldman Sachs და Intercontinental Exchange (ICE) უკვე ითვისებენ ახალ ინდუსტრიას. 

„ვიცი, რომ მაგალითად Goldman-ი დაკავებული security-ტოკენებით. მათ ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, თუმცა ნამდვილად მუშაობენ სხვადასხვა საკითხზე: სად შეინახო თანხა, შექმნან თუ არა საკუთარი საცავი ან გამოიყენონ თუ არა გარე სერვისი, როგორ ამუშავონ აქტივები“ - აცხადებს Novogratz. 

მისი თქმით, Bitcoin-ის ზრდის პოტენციალი ძლიერია და ამიტომ მიზანშეწონილია, ინვესტორებმა თავიანთ საფულეებში შეიტანონ პირველი, ლიდერი კრიპტოვალუტა: 

„ვფიქრობ, Bitcoin-ის პერსპექტივა მაკრო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, თუკი პორტფოლიოს რამოდენიმე პროცენტს Bitcoin-ს დავუქვემდებარებთ, გაჩნდება შანსი, რომ შედეგი კარგი იქნება. Fidelity მზადაა საქმინობის დასაწყებად. Bakkt-ი ჯერ კიდევ მცირე ხნით ფერხდება, თუმცა ასე ვერ გაგრძელდება მუდმივად. ისინი, როგორც სხვები, აპირებენ თამაშში ჩაერთონ“. 

Novogratz-ის თქმით, ოქროს ბაზრის მოცულობა ამჟამად 7,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს და იმისათვის, რომ ამ ბაზარს მასშტაბებით გადააჭარბოს, Bitcoin-ი უნდა გაიზარდოს მინიმუმ ასჯერ. 

Bitcoin-ი ამას უახლოეს ორ-სამ წელიწადში ვერ მოახერხებს ვერანაირად. თუმცა გამოვა ეს ოც წელში? დიახ, მარტივად. სხვა აქტივებს ამგვარი შანსი არ გააჩნიათ“ -  განაცხადა Novogratz-მა. 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში Novogratz-მა გამოხატა აზრი, რომ ინსტიტუციონალური ფულის წყალობით Bitcoin- მიაღწევს 8 ათასდოლარიან ნიშნულს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.