Magdalena Posted March 26, 2019 Posted March 26, 2019 Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა, Mike Novogratz-მა გამოთქვა აზრი, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია ადვილად გადააჭარბებს ოქროს ბაზრის მოცულობას, რომელიც ამჟამად შეფასებულია 7,5 ტრილიონ დოლარად. Morgan Creek Digital-ის დამფუძნებელთან, Anthony Pompliano-სთან საუბრისას Novogratz-მა ხაზი გაუსვა, რომ ინსტიტუციონალური ფულის შემოდინება კრიპტო ბაზარზე - ეს მხოლოდ დროის საკითხია, მსხვილი მოთამაშეები კი, როგორებიცაა მაგალითად Goldman Sachs და Intercontinental Exchange (ICE) უკვე ითვისებენ ახალ ინდუსტრიას. „ვიცი, რომ მაგალითად Goldman-ი დაკავებული security-ტოკენებით. მათ ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ, თუმცა ნამდვილად მუშაობენ სხვადასხვა საკითხზე: სად შეინახონ თანხა, შექმნან თუ არა საკუთარი საცავი ან გამოიყენონ თუ არა გარე სერვისი, როგორ ამუშავონ აქტივები“ - აცხადებს Novogratz. მისი თქმით, Bitcoin-ის ზრდის პოტენციალი ძლიერია და ამიტომ მიზანშეწონილია, ინვესტორებმა თავიანთ საფულეებში შეიტანონ პირველი, ლიდერი კრიპტოვალუტა: „ვფიქრობ, Bitcoin-ის პერსპექტივა მაკრო დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, თუკი პორტფოლიოს რამოდენიმე პროცენტს Bitcoin-ს დავუქვემდებარებთ, გაჩნდება შანსი, რომ შედეგი კარგი იქნება. Fidelity მზადაა საქმიანობის დასაწყებად. Bakkt-ი ჯერ კიდევ მცირე ხნით ფერხდება, თუმცა ასე ვერ გაგრძელდება მუდმივად. ისინი, როგორც სხვები, აპირებენ თამაშში ჩაერთონ“. Novogratz-ის თქმით, ოქროს ბაზრის მოცულობა ამჟამად 7,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს და იმისათვის, რომ ამ ბაზარს მასშტაბებით გადააჭარბოს, Bitcoin-ი უნდა გაიზარდოს მინიმუმ ასჯერ. „Bitcoin-ი ამას უახლოეს ორ-სამ წელიწადში ვერ მოახერხებს ვერანაირად. თუმცა გამოვა ეს ოც წელში? დიახ, მარტივად. სხვა აქტივებს ამგვარი შანსი არ გააჩნიათ“ - განაცხადა Novogratz-მა. შეგახსენებთ, რომ თებერვალში Novogratz-მა გამოხატა აზრი, რომ ინსტიტუციონალური ფულის წყალობით Bitcoin-ი მიაღწევს 8 ათასდოლარიან ნიშნულს. https://forklog.com/majk-novograts-kapitalizatsiya-bitkoina-prevzojdet-obem-rynka-zolota/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.