Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

„ეს ალბათ ყველაზე სულელური რამაა, რაც ოდესმე გამიკეთებია, თუმცა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში“ - ასე აღწერს ვირტუალური კონტენტის სტუდია Disrupt VR-ის თანადამფუძნებელი ჯეიკ უილმოტი თავის ექსპერიმეტს. მან 168 საათი გაატარა ისე, რომ არ მოუხსნია VR-ჰედსეტი. ჯეიკს სურდა შეეტყო - როგორია, როდესაც მთლიანად გადაინაცვლებ არარეალურ სამყაროში. 

სატესტო სივრცედ ჯეიკმა საკუთარი სახლი აირჩია, დალუქა ფანჯრები, რათა დაეკარგა დროის შეგრძნება და მოიმარაგა საკვები პროდუქტები. იგი იყენებდა ორ ჰედსეტს - პერსონალურ კომპიუტერთან მიერთებულ Oculus-ის ტიპიურ მოდელს, ასევე მობილურ ვერსიას სპეციალური სოფტით. პირველ მათგანს ჰქონდა ინტეგრირებული კამერა, ასე რომ უილმოტი ხედავდა რა ხდებოდა რეალურ სამყაროში, თუმცა ხედავდა მას დამუშავებულ, ვირტუალურ ფორმატში.  

უილმოტი ჰედსეტის მოუხსნელად მუშაობდა, იკვებებოდა, ეძინა, აკეთებდა სახლის საქმეს, ასევე პარალელურად თამაშობდა და ვარჯიშობდა ვირტუალურ რეალობაში. მან ეს პროცესი აღწერა როგორც „უნივერსალური თავისუფლების სამყარო“, სადაც სტრესის განცდისას შესაძებელია გარდაიქმნა სუპერგმირად და გაემართო ვირტუალური დრაკონების გასანადგურებლად, ან მოწყო ფიტნეს-ვარჯიში მარსზე, შემდეგ კი გადაინაცვლო VRChat-ში მეგობრებთან სასაუბროდ. 

უილმოტი გრძნობდა, რომ პრაქტიკურად ცხოვრობდა ვირტუალურ რეალობაში. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მას რამოდენიმე წუში გაუქრა დეზორიენტაცია და სწრაფად დაუბრუნდა ფორმას. უილმოტის მთავარი შთაბეჭდილება იყო შემდეგი - „რა შესანიშნავი გრაფიკაა რეალურ სამყაროში!“. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.