Magdalena Posted March 26, 2019 Posted March 26, 2019 აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ახალ პროგრამაზე. მისი დასახელებაა Skyborg და იგი განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატების, აგრეთვე პილოტირებული ავიაბომბდამშენებისთვის და უახლოეს წლებში უკვე მზად იქნება. დაგეგმილია, რომ თავდაპირველად Skyborg გამოყენებული იქნება უპილოტო Kratos XQ-58A-ში. მწარმოებლების მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სხვადასხვა უპილოტო საფრენ აპარატებში და საბოლოო ჯამში მის ბაზაზე სისტემის შექმნა, რომელიც მეორე პილოტის ადგილს დაიკავებს პილოტირებულ აპარატში. პროექტ Skyborg-ის მეშვეობით შეიქმნება მოდულური თვითმფრინავი, რომელიც მახასიათებლებით ახლოს იქნება თანამედროვე ავიაგამანადგურებლებთან. შემდეგი ეტაპი იქნება ხელოვნური ინტელექტის სწავლება რთული ქცევის მოდელების მქონე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. შედეგად, ხელოვნური ინტელექტი შეიძენს გადაწყვეტილებების მიღებისა და რეაგირების მაღალ სისწრაფეს საჭირო ვითარების დროს. Skyborg-ით აღჭურვილი უპილოტო აპარატები ბევრად უპირატესნი იქნებიან მის გარეშე მოქმედ მოწინააღმდეგეებზე და შეძლებენ მათ დამარცხებას სხვადასხვა სიტუაციაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი აპარატები არ იქნება ძვირადღირებული და მათი განადგურება მნიშვნელოვან დანაკარგს არ გამოიწვევს. https://www.techcult.ru/technology/6560-vvs-ssha-sozdayut-iskusstvennyj-intellekt-skyborg Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.