Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მიმდრეობს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ახალ პროგრამაზე. მისი დასახელებაა Skyborg და იგი განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატების, აგრეთვე პილოტირებული ავიაბომბდამშენებისთვის და უახლოეს წლებში უკვე მზად იქნება. 

დაგეგმილია, რომ თავდაპირველად Skyborg გამოყენებული იქნება უპილოტო Kratos XQ-58A-ში. მწარმოებლების მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სხვადასხვა უპილოტო საფრენ აპარატებში და საბოლოო ჯამში მის ბაზაზე სისტემის შექმნა, რომელიც მეორე პილოტის ადგილს დაიკავებს პილოტირებულ აპარატში. 

პროექტ Skyborg-ის მეშვეობით შეიქმნება მოდულური თვითმფრინავი, რომელიც მახასიათებლებით ახლოს იქნება თანამედროვე ავიაგამანადგურებლებთან. შემდეგი ეტაპი იქნება ხელოვნური ინტელექტის სწავლება რთული ქცევის მოდელების მქონე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. შედეგად, ხელოვნური ინტელექტი შეიძენს გადაწყვეტილებების მიღებისა და რეაგირების მაღალ სისწრაფეს საჭირო ვითარების დროს. 

Skyborg-ით აღჭურვილი უპილოტო აპარატები ბევრად უპირატესნი იქნებიან მის გარეშე მოქმედ მოწინააღმდეგეებზე და შეძლებენ მათ დამარცხებას სხვადასხვა სიტუაციაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთ აპარატები არ იქნება ვირადღირებული და მათი განადგურება მნიშვნელოვან დანაკარგს არ გამოიწვევს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.